ხართ ბიზნეს, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო ან საერთაშორისო ორგანიზაცია? ჩვენ საკმაოდ მოქნილნი ვართ და გვაქვს მდიდარი გამოცდილება იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ თქვენთან, თქვენი ორგანიზაციული საჭირობებების გათვალისწინებით.  

 ბრიტანეთის საბჭო გლობალური რეპუტაციის მქონე ბრენდია. ჩვენთან პარტნიორობა თქვენთვის ხელმისაწვდომს გახდის როგორც ინგლისური ენის საერთაშორისო მასშტაბით სწავლების გამოცდილებასა და ფართო ქსელებს, ასევე კულტურულ და საგანმანათლებლო პროგრამებს. 

 ჩვენი აქტივები

 ბრიტანეთის საბჭო შეიქმნა 1934 წელს და სადღეისოდ მას აქვს 200-ზე მეტი ოფისი მსოფლიოს 110 ქვეყანაში და ტერიტორიაზე  

 განსხვავებული კულტურების, ენებისა და თემების სათანადო გააზრება. გამოცდილება განათლებასა და ენის სწავლებაში, ხელოვნების ყველა სფეროში, შემოქმედებით სფეროებში, ახალგაზრდებისა და თემების ჩართულობის უზრუნველყოფაში, მმართველობისა და რეფორმის სფეროებში.   

 კავშირები საზოგადოების ყველა დონეზე, მოზარდებიდან მინისტრებამდე. 

 ახლო ურთიერთობები დიდი ბრიტანეთის სამთავრობო დეპარტამენტებთან, ბრიტანეთის საელჩოსთან, ადგილობრივ მთავრობებთან და სამინისტროებთან და საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციებთან. 

 მსოფლიო მასშტაბით, 2011–12 წლებში:

 ჩვენ პირისპირ ვიმუშავეთ 12.5 მილიონ ადამიანთან

 9.5 მილიონი ადამიანი დაესწრო ჩვენს გამოფენებს, ბაზრობებსა და ფესტივალებს

 308,000 მსმენელმა გაიარა ტრენინგი ჩვენს ინგლისურის სასწავლო ცენტრებში 

ჩვენ ჩავატარეთ ინგლისური ენის 2.7 ბრიტანული გამოცდა; ხელი შევუწყეთ ოთხ მილიონ ინგლისურის მასწავლებელს და 41 მილიონ მსმენელს სწავლისა და სწავლების ონლაინ  რესუსებით. 

73.3 მილიონმა ადამიანმა გამოიყენა ჩვენი ციფრული საკომუნიკაციო არხები, 485 მილიონმა ადამიანმა მოისმინა ჩვენი ტელე და რადიოპროგრამები და წაიკითხა ჩვენი პუბლიკაციები. 

გამოკითხულთა 81%-მა განაცხადა, რომ ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობა პოზიტიურად აისახა მათ ორგანიზაციაზე. 

შეიტყვეთ მეტი საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს შესახებ.

ჩვენთან პარტნიორობა საშუალებას გაძლევთ: 

აუდიტორიისადმი წვდომა

ახალგაზრდა, ფართოდ და თანამედროვედ მოაზროვნე საქართველოს მოქალაქეებთან კავშირებისა და ჩვენი ქსელების წყალობით, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს აერთიანებს, ჩვენ დაგეხმარებით ახალი აუდიტორიების მოზიდვაში. ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებული კულტურული ღონისძიების, გამოფენისა თუ პროგრამის მხარდაჭერით თქვენ საშუალება გექნებათ, ისარგებლოთ ჩვენი მარკეტინგული (მათ შორის, ინტერაქტიული) ინფრასტრუქტურითა და გამოცდილებით.    

ბრენდის გაძლიერება

ბრიტანეთის საბჭო საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდია, რომელიც დიდი ბრიტანეთის საუკეთესო აქტივებს გთავაზობთ. 75 წელზე მეტია, ჩვენ ვეხმარებით ადამიანებსა და ორგანიზაციებს გლობალური მასშტაბით. 

ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით თითოეულ ადამიანს და ვეფუძნებით  პროფესიული პატიოსნების, ორმხრივობის, შემოქმედებითი მიდგომებისა და პროფესიონალიზმის პრინციპებს. ეს ღირებულებები საფუძვლად უდევს ყოველივეს, რასაც ვაკეთებთ.    

თუ გსურთ გახდეთ სპოსნორი, ბრენდის თანამონაწილე ან ოფიციალური პარტნიორი, ჩვენ მოხარული ვიქნებით, თქვენს ბრენდს ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად დამატებითი ღირებულება შევძინოთ.    

ღონისძიებების, ონლაინ კამპანიებისა და სოციალური მედიის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია თქვენი ბრენდის პოპულარიზება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. 

განახორციელო კოსპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა

ჩვენი გამოცდილებისა და კავშირების საფუძველზე, პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩვენ ვქმნით ისეთი აქტუალური საკითხებისკენ მიმართულ პროექტებს და პროგრამებს, როგორიცაა გლობალიზაცია, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია და ადგილობრივი თემების გააქტიურება. 

მდიდარი ორგანიზაციული გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, დაგეხმაროთ სოციალური პროგრამების განხორციელებაში, რაც ხელს შეუწყობს თქვენი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობით განსაზღვრული მიზნების მიღწევას. პროგრამის შემუშავებიდან და პოპულარიზებიდან დაწყებული, კონსტრუქციულ და მომგებიან ურთიერთობათა აგების ჩათვლით ჩვენ მთელი პროცესის განმავლობაში ვიმოქმედებთ, როგორც თქვენი სრულფასოვანი და საიმედო პარტნიორი, რათა უზრუნველვყოთ თქვენი ძალისხმევის ეფექტურობა. 

ჩვენი საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია პოპულარიზება გავუწიოთ თქვენი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროფილს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

გქონდეთ წვდომა ჩვენი ექსპერტების ქსელთან

ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ თქვენი ხელმისაწვდომობა მსოფლიოში წამყვან ჩვენს ექსპერტულ ქსელებთან ხელონების, ინგლისური ენისა და საზოგადოებრივ სფეროებში, რაც თქვენი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. 

75 წელზე მეტია ჩვენ ვამყარებთ კავშირებს დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს შორის, რაც გვეხმარება დაამყაროთ მჭიდრო ურთიერთკავშირი სამთავრობო ლიდერებთან, პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელ პირებთან და უფროსი რანგის მრჩევლებთან.   

ისწავლოთ ინგლისური ენა ინგლისურის სწავლების მსოფლიოში აღიარებულ ლიდერთან

როგორც მსოფლიო ლიდერი ინგლისური ენის სწავლებაში, ჩვენ შეგიძლია შევიმუშავოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული ბიზნესინგლისურის სწავლების გადაწყვეტილებები თქვენს კონკრეტულ მოთხოვნილებათა შესაბამისად. მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში კლიენტები სწავლობენ ინგლისურს და აბარებენ გამოცდებს ჩვენთან.