‘სწავლება წარმატებისთვის’ საგანმანათლებლო სისტემაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის შექმნილი ინტეგრირებული მიდგომა

მთავრობა, საგანმანათლებლო დაწესებულებები და საერთაშორისო სააგენტოები ხელს უწყობენ მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. ჩვენ შევქმენით ‘სწავლება წარმატებისთვის’, რათა დაგეხმაროთ თქვენივე საგანმანათლებლო სისტემაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაში.

გაიგეთ მეტი ‘სწავლება წარმატებისთვის’ შესახებ 

უწყვეტი პროფესიული განვითარების (CPD) ახალი ჩარჩო მასწავლებელთათვის

ეფექტური უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა არის ‘სწავლება წარმატებისთვის’ მთავარი დანიშნულება. ჩვენი მიდგომა არის მოქნილი, რათა თანხვედრაში იყოს მთავრობების სპეციფიკურ მოთხოვნებთან და მასწავლებელთა საჭიროებებთან. 

ყველა მასწავლებელს მსოფლიოს მასშტაბით უნდა ქონდეს მაღალი ხარისხის უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, რომლებიც დაეხმარებათ პირადი პრაქტიკის გაუმჯობესებაში და ხელს შეუწყობს მათი მოსწავლეების წარმატებას

ჩამოტვირთეთ მასწავლებელთათვის და მათი პედაგოგებისთვის განკუთვნილი უფასო რესურსები 

სწავლება წარმატებისთვის' მოიცავს მასწავლებელთათვის და მათი პედაგოგებისთვის სწავლის შესაძლებლობების სრულ სპექტრს: მასწავლებელთა ტრენინგ კურსებითა და კვალიფიკაციით, პროფესიული კავშირებით დაწყებული, უწყვეტი პროფესიული განვითარების არაფორმალური აქტივობებით დამთავრებული. ეს ყველაფერი შეიძლება მოვარგოთ თქვენს კონკრეტულ საჭიროებებს. შეიტყვეთ მეტი და ჩამოტვირთეთ უფასო რესურსები.

 

პროფესიული განვითარების პროგრამა, რომელიც განკუთვნილია ყველა საგნის მასწავლებელთათვის

‘სწავლება წარმატებისთვის’ განკუთვნილია სასწავლო გეგმის ყველა საგნის მასწავლებელთათვის და მოიცავს სწავლების ტექნოლოგიას, რომელიც შეეესაბამება მასწავლებლებს და მათ სამუშაო გარემოს. ის ძირითადად  ინგლისური ენის სწავლებაზეა ორიენტირებული. ჩარჩო მოიცავს მასწავლებელთა მაღალი ხარისხის ტრენინგსა და პროფესიული განვითარებისთვის საჭირო რესურსებს, რომლებიც უმეტესად განკუთვნილია ინგლისური ენის მასწავლებელთათვის.

სასარგებლო ფაქტორები საგანმანათლებლო სისტემების, მასწავლებლებისა და შემსწავლელებისთვის

სწავლება წარმატებისთვის' გააუმჯობესებს თქვენს საგანმანათლებლო სისტემას, გახდის მეტად თანამედროვესა და ეფექტურს. ჩვენი ტრენინგი და პროფესიული განვითარების პროგრამა ეხმარება მასწავლებლებს უკეთ წარმართონ საგაკვეთილო პროცესი და მიიღონ უკეთესი შედეგები მოსწავლეებისაგან. ის ხელს უწყობს მასწავლებლებს თავად იზრუნონ პირად პროფესიულ განვითარებაზე.

გამოცდილება და კომპეტენცია

ჩვენი მიდგომა ეფუძნება ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო დონის კომპეტენციას და საგანმანათლებლო სისტემებში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად მთავრობების ხელშეწყობის მრავალ წლიან გამოცდილებას

გარე ბმულები