ჩვენ გთავაზობთ პროფესიული და საგანმანათლებლო გამოცდების ფართო არჩევანს, რომლებიც შეგიძლიათ ბრიტანეთის საბჭოს თბილისის საგამოცდო ცენტრში ჩააბაროთ. ჩვენ უზრუნველვყოფთ გამოცდის ადმინისტრირების, კონფიდენციალობისა და თქვენი საგამოცდო დოკუმენტაციის უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს.
თუ გაქვთ უნარშეზღუდულობა ან განსაკუთრებული ფიზიკური საჭიროებები, პირდაპირ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს გამომცდელ საბჭოს ან უნივერსიტეტს, გამოცდაზე რეგისტრაციამდე სულ მცირე რვა თვით ადრე. თქვენ დაგჭირდებათ ჯანმრთელობის ცნობა, გაცემული გამოცდაზე რეგისტრაციის დღემდე წინა ორი წლის ვადაში. შეიტყვეთ მეტი, თუ როგორ შეგვიძლია უზრუნველვყოთ თქვენი მოთხოვნები ნაწილში განსაკუთრებული ზომები.