გასულ წელს ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩააბარა გამოცდა ბრიტანეთის საბჭოში მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ჩააბარეთ ჩვენთან გამოცდა და ისარგებლეთ ჩვენი მომსახურებით:
- გამოცდების უმაღლესი სტანდარტებით ორგანიზების მრავალწლიანი გამოცდილება
- მაღალკვალიფიცირებული და გამოცდილი პერსონალი, რომელიც აკმაყოფილებს ბრიტანეთის საბჭოს და საგამოცდო კომისიის სტანდარტებს
- კემბრიჯის ინგლისურის სისტემაში დატრენინგებული და აკრედიტებული კვალიფიცირებული გამომცდელები
- გულდასმით შერჩეული და თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი საგამოცდო აუდიტორიები
- უახლესი რადიომოწყობილობით ორგანიზებული მოსმენის ტესტები
- უფასოდ ხელმისაწვდომი IELTS Ready Premium
- ინგლისური ენის მასწავლებელთა და მოსწავლეთა მხარდაჭერა ჩვენი TeachingEnglish და LearnEnglish ვებგვერდების მეშვეობით.
ჩააბარეთ ინგლისური ენის გამოცდა ჩვენთან, რათა გაიუმჯობესოთ თქვენი დასაქმების პერსპექტივები და აიმაღლოთ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ სწავლის განგრძობის შესაძლებლობები.