გლობალური პრემია ინგლისური ენის სწავლებაში

ბოლო ორი წლის მანძილზე შეიმუშავეთ ინგლისური ენის სწავლების ან შესწავლის  რაიმე მასალა ან პუბლიკაცია, რომელიც ინოვაციურია და აქტიურად იყენებენ? იყავით ჩართული ახალი რესურსების შექმნაში? ასეთ შემთხვევაში შემოიტანეთ განაცხადი ELTons Innovation Awards 2019 პრემიის მისაღებად. 

განაცხადების მიღების ვადა: პარასკევი, 2 ნოემბერი

ვეძებთ საინტერესო და ინოვაციურ რესურსებს ინგლისური ენის სწავლასა და სწავლებაში როგორც სტანდარტულს. ისე ციფრული გამოყენებისთვის მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

პრემიის კატეგორიები:

  • ინოვაცია სასწავლო პროგრამაში
  • ინოვაცია  სწავლების რესურსებში 
  •  ინოვაცია სასწავლო რესურსებში
  • ინოვაცია ციფრულ რესურსებში
  • კემბრიჯის საგამოცდო დეპარტამენტთან თანამშრომლობაში  ინოვაცია

რას წარმოადგენს ELTons

მეშვიდე წელია ELTons  პრემია გაიცემა ყველაზე ორიგინალური კურსის, პუბლიკაციის, პროექტის, აპლიკაციისა და პლატფორმისთვის, რომლებიც ინგლისური ენის სწავლა-სწავლებაში ახალი გზების  ძიებას და მიზნებს ემსახურება. პრემია ასევე გულისმობს ორგანიზაციების, გუნდების და ინდივიდუალურად პედაგეგების აღიარებას, რომელთა ორიგინალური მიდგომაც მნიშვნელოვნად ეხმარება ინგლისური ენის უკეთ სწავლებასა და შესწავლას.