თანხის დაბრუნების პოლიტიკა
თქვენ გაქვთ თანხის დაბრუნების უფლება, თუ კემბრიჯის ინგლისური ენის გამოცდას გამოცდის თარიღამდე გააუქმებთ ან გამოცდის დღეს არ გამოცხადდებით ქვემოთ მითითებული პირობების შესაბამისად.
თანხის სრულად დაბრუნება
თანხა სრულად დაგიბრუნდებათ, თუ:
- გაუქმების მოთხოვნას რეგისტრაციიდან, ანუ გადახდის თარიღიდან, 14 დღის განმავლობაში და გამოცდის თარიღამდე წარადგენთ.
თანხის ნაწილობრივ დაბრუნება
თანხა დაგიბრუნდებათ 25%-იანი ადმინისტრაციული მოსაკრებლის გამოკლებით, თუ გაუქმების მოთხოვნა წარდგენილია შემდეგი გარემოებებიდან ერთ-ერთის საფუძველზე:
- მოთხოვნა წარდგენილია რეგისტრაციის, ანუ გადახდის თარიღიდან, 14 დღის შემდეგ, თუმცა გამოცდაზე რეგისტრაციის ბოლო ვადამდე;
- ავადმყოფობა ან სამედიცინო შემთხვევა გამოცდის დღეს;
- ახლო ოჯახის წევრის გარდაცვალება;
- მძიმე გარემოება ან ტრავმული შემთხვევა, მაგალითად, დანაშაულის მსხვერპლად ქცევა ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მოხვედრა;
- სამხედრო სამსახური.
თანხის დაბრუნების მოთხოვნის წარდგენა
თუ გამოცდის დღეს ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მიზეზის გამო არ გამოცხადდით, თანხის დაბრუნების მოთხოვნა გამოცდის თარიღიდან სამი დღის განმავლობაში ელფოსტით უნდა წარადგინოთ და დაურთოთ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები. მაგალითად, ექიმის ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ გამოცდაზე დასწრება ვერ შეძელით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გარემოებების დამადასტურებელი პოლიციის ანგარიში და სხვა.
თუ გამოცდის შემდეგ სამი დღის განმავლობაში არ მივიღებთ როგორც თქვენს მოთხოვნას, ისე დამადასტურებელ დოკუმენტებს, თქვენ ჩაითვლებით გამოცდაზე გამოუცხადებლად და თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას დაკარგავთ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თანხის დაბრუნების პროცედურას შესაძლოა ოთხიდან ექვს კვირამდე დასჭირდეს. მოთხოვნის დამტკიცების შემთხვევაში, თანხა დაბრუნდება რეგისტრაციის დროს გამოყენებული გადახდის იმავე მეთოდით.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მისამართზე: exams@ge.britishcouncil.org.