ბიზნესინგლისური

თანამედროვე გლობალურ ბიზნესსამყაროში მნიშვნელოვანია, დამსაქმებლებს უჩვენოთ, რომ სათანადოდ ფლობთ ყოველდღიურ საქმიან სიტუაციაში საჭირო, ინგლისურ ენაზე ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს. გთავაზობთ სამ გამოცდას ბიზნესინგლისურში: კემბრიჯის ინგლისური: Business Preliminary, კემბრიჯის ინგლისური: Business Vantage და კემბრიჯის ინგლისური:  Business Higher.

კემბრიჯის ინგლისური: Business Preliminary (BEC Preliminary)

 კემბრიჯის ინგლისური: Business Preliminary ცნობილია ასევე Business English Certificate (BEC) Preliminary გამოცდის სახელწოდებით. კემბრიჯის ბიზნესინგლისურის გამოცდების 3-საფეხურიან რანჟირებაში ეს პირველი გამოცდაა. ბიზნესინგლისურის აღნიშნული კვალიფიკაცია ადასტურებს, რომ თქვენ შეგიძლიათ კომუნიკაციის დამყარება ყოველდღიურ პრაქტიკულ  ბიზნესსიტუაციებში. ეს გამოცდა ექვივალენტურია კემბრიჯის ინგლისური: Preliminary (PET) გამოცდისა, იმ განსხვავებით, რომ პირველი ფოკუსირებულია ბიზნესინგლისურზე. 

კვალიფიკაციის დონე: Intermediate = B1 ერთიანი ევროპული ჩარჩოს მიხედვით

ვინ აბარებს ამ გამოცდას? 

თქვენ უნდა ჩააბაროთ ეს გამოცდა იმ შემთხვევაში, თუ ინგლისურის გაუმჯობესება ბიზნესში კარიერული წინსვლის მიზნით გსურთ. BEC Preliminary-თვის მომზადება კარგი საბაზისო დასაწყისი იქნება ინგლისურის უნარ-ჩვევების სასწავლად საერთაშორისო ბიზნეს გარემოში ენის გამოყენების მიზნით. 

გამოცდის ჩასაბარებლად თქვენ უნდა შეგეძლოთ: 

აწარმოოთ მოკლე სატელეფონო საუბრები და ჩაერთოთ ზოგად ბიზნესგანხილვაში 

განიხილოთ პრაქტიკული ბიზნესამოცანები, როგორიცაა შეკვეთის გაკეთება ან ზოგად შეკითხვებზე პასუხის გაცემა

ფაქტების ამსახველი მოკლე საქმიანი წერილების (ელექტრონული წერილების) შედგენა

ბიზნესინგლისურის ყველა გამოცდა სამი ნაწილისგან შედგება. კითხვის, წერისა და მოსმენის ნაწილები ერთ დღეს ტარდება, ხოლო მეტყველების კომპონენტისთვის, შესაძლოა, საგამოცდო ცენტრში განსხვავებულ დღეს მისვლა დაგჭირდეთ. მეტყველების ტესტი ორი გამომცდელის მიერ ტარდება, გამოცდის კიდევ ერთ ან ორ კანდიდატთან ერთად.

  კითხვა და წერა მოსმენა მეტყველება
დრო 1 სთ 30 წთ 40 წთ 12 წთ
ქულები (მთლიანი  მაჩვენებლის %)     50% 25% 25%

კემბრიჯის ინგლისური: Business Vantage (BEC Vantage)

კემბრიჯის ინგლისური: Business Vantage ასევე ცნობილია Business English Certificate Vantage (BEC Vantage) სახელწოდებით. კემბრიჯის ბიზნესინგლისურის გამოცდების 3-საფეხურიან რანჟირებაში ეს მეორე გამოცდაა. ბიზნესინგლისურის აღნიშნული კვალიფიკაცია ადასტურებს, რომ თქვენ შეგიძლიათ კომუნიკაციის დამყარება საქმიან გარემოში. ეს გამოცდა ექვივალენტურია კემბრიჯის ინგლისური: First (FCE) გამოცდისა, იმ განსხვავებით, რომ პირველი ფოკუსირებულია ბიზნესინგლისურზე. 

კვალიფიკაციის დონე: Upper Intermediate = B2 ერთიანი ევროპული ჩარჩოს მიხედვით

ვინ აბარებს ამ გამოცდას? 

თქვენ უნდა ჩააბაროთ ეს გამოცდა იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, აჩვენოთ დამქირავებლებს, რომ თქვენი ინგლისური საკმაოდ მაღალ დონეზეა იმისთვის, რომ წარმატებულად შეძლოთ  ინგლისურენოვან ბიზნესგარემოში მუშაობა. BEC Vantage-თვის მომზადება აგიმაღლებთ თავდაჯერებულობას და გაგივითარებთ ინგლისურის უნარ-ჩვევებს, რომლებიც გესაჭიროებათ საერთაშორისო ბიზნესის სფეროში წარმატების მისაღწევად.  

გამოცდის ჩასაბარებლად თქვენ უნდა შეგეძლოთ: 

საქმიანი ანგარიშების და წერილების მნიშვნელობის გაგება 

ფაქტობრივ მონაცემებთან დაკავშირებით აზრის გამოხატვა და შესაბამის დისკუსიაში ჩართვა 

წინასწარ მომზადებული მოკლე პრეზენტაციის გაკეთება, მოკლე ბიზნესწინადადების შედგენა 

ბიზნესინგლისურის ყველა გამოცდა სამი ნაწილისგან შედგება. კითხვის, წერისა და მოსმენის ნაწილები ერთ დღეს ტარდება, ხოლო მეტყველების კომპონენტისთვის, შესაძლოა, საგამოცდო ცენტრში სხვა დღეს მისვლა დაგჭირდეთ. მეტყველების ტესტი ორი გამომცდელის მიერ ტარდება, გამოცდის კიდევ ერთ ან ორ კანდიდატთან ერთად.

  კითხვა წერა მოსმენა მეტყველება
დრო 1 სთ 45 წთ 40 წთ 14 წთ
 ქულები (მთლიანი  მაჩვენებლის %) 25% 25% 25% 25%

 

 

კემბრიჯის ინგლისური: Business Higher (BEC Higher)

კემბრიჯის ინგლისური: Business Higher ცნობილია ასეე Business English Certificate Higher (BEC Higher) სახელოდებით და წამოადგენს ბოლო, დამასრულებელ გამოცდას კემბრიჯის ბიზნესინგლისურის გამოცდების სერიაში. ეს კვალიფიკაცია უჩვენებს, რომ თქვენ შეგიძლიათ ბიზნესგარემოში თავდაჯერებულად კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე.  გამოცდა ექვივალენტურია კემბრიჯის ინგლისური: Advanced (CAE) გამოცდისა, მაგრამ პირველი ფოკუსირებულია ბიზნესინგლისურზე. 

კვალიფიკაციის დონე: Advanced = C1 ერთიანი ევროპული ჩარჩოს მიხედვით

ვინ აბარებს ამ გამოცდას?

ეს გამოცდა უნდა ჩააბაროთ იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესინგლისურის პროფესიული უნარების განვითარება გსურთ. BEC უმაღლესი კვალიფიკაცია უჩვენებს დამსაქმებლებს, რომ შეგიძლიათ ეფექტურად დაამყაროთ კომუნიკაცია კონურენტულ ინგლისურენოვან ბიზნესგარემოში. 

გამოცდის ჩასაბარებლად უნდა შეგეძლოთ: 

აქტიური მონაწილეობის მიღება ბიზნესშეხვედრებში, საკუთარი აზრის გამოხატვა და არგუმენტების მოყვანა მის დასასაბუთებლად 

საქმიანი ანგარიშებისა და კორესპონდენციის მეტი ნაწილის გაგება 

დეტალური ბიზნესწინადადებების და წერილების შედგენა 

ბიზნესინგლისურის ყველა გამოცდა სამი ნაწილისგან შედგება. კითხვის, წერისა და მოსმენის ნაწილები ერთ დღეს ტარდება, ხოლო მეტყველების კომპონენტისთვის, შესაძლოა, საგამოცდო ცენტრში სხვა დღეს მისვლა დაგჭირდეთ. მეტყველების ტესტი ორი გამომცდელის მიერ ტარდება, გამოცდის კიდევ ერთ ან ორ კანდიდატთან ერთად.

  კითხვა წერა მოსმენა მეტყველება 
დრო 1 სთ 1 სთ 10 წთ 40 წთ 16 წთ
ქულები (მთლიანი მაჩვენებლის %) 25% 25% 25% 25%
         

 

 

კემბრიჯის ბიზნესინგლისურის გამოცდები საქართველოში

დარეგისტრირდით კემბრიჯის ბიზნესინგლისურის გამოცდებზე საქართველოში 

შეიტყვეთ, თუ როდის და სად შეგიძლიათ საქართველოში კემბრიჯის  ბიზნესინგლისურის გამოცდების ჩაბარება და დაადგინეთ გამოცდის ღირებულება 

რას უნდა ველოდოთ გამოცდის დღეს? 

წერითი გამოცდების შედეგები ცნობილი გახდება ოთხიდან  ექვს კვირამდე ჩაბარებიდან დღიდან, ხოლო კომპიუტერის მეშვეობით ჩაბარებული გამოცდის შემთხვევაში - გამოცდის დღიდან ორი კვირის განმავლობაში.  

რატომ ბრიტანეთის საბჭო?