გამოცდები - Cambridge General English

ჩვენ გთავაზობთ ინგლისური ენის გამოცდების ფართო არჩევანს, რომელიც განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ასევე ინგლისურ ენაზე თავისუფლად მოსაუბრეთათვის, რომელთაც თავიანთი უნარ-ჩვევების შემდგომი დახვეწა სურთ. ჩვენი გამოცდები განკუთვნილია როგორც მოსწავლეთათვის, ასევე პროფესიონალთათვის. აირჩიეთ, ზოგადი ინგლისურის რომელი გამოცდა მიესადაგება საუკეთესოდ თქვენს საჭიროებებს.

კემბრიჯის ინგლისური: Key (KET) და Key for Schools (KETfS)

კემბრიჯის ინგლისური: Key, რომელიც ცნობილია ასევე KET სახელწოდებით, კემბრიჯის ინგლისური ენის გამოცდების რანჟირებაში ზოგადი ინგლისურის ყველაზე დაბალ დონეს შეესაბამება. მისი მიზანია, აჩვენოს, რომ თქვენ ფლობთ ყოველდღიურ სიტუაციებში საჭირო ზოგადი ინგლისურის უნარ-ჩვევებს.  

კემბრიჯის ინგლისური: KETfS შეესაბამება კემბრიჯის ინგლისურის იმავე დონეს და მისი ჩაბარებისას ასევე გაიცემა საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატი. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ  KETfS განკუთვნილია სკოლის მოსწავლეთათვის და შესაბამისად, შემუშავებულია მათი ინტერესებისა და გამოცდილების გათვალისწინებით. 

კვალიფიკაციის დონე: Elementary = A2 ერთიანი ევროპული ჩარჩოს მიხედვით. 

რატომ უნდა ჩავაბაროთ ეს გამოცდა? 

KET უნდა ჩააბაროთ იმ შემთხვევაში, თუ გავლილი გაქვთ სწავლის ან მუშაობის 250 საათი და შეგიძლიათ ზოგადი ინგლისურით მეტყველება, წერა და გაგება. ეს გამოცდა თქვენი ინგლისურის გაუმჯობესებისკენ მიმართული პირველი ნაბიჯია, რაც დაგეხმარებათ სწავლასა თუ მუშაობაში სამომავლოდ. 

გამოცდის ჩასაბარებლად თქვენ უნდა შეგეძლოთ: 

დასვათ კითხვები საკუთრი თავისა და სხვების შესახებ და უპასუხოთ მათ 

გაიგოთ ნელა და გასაგებად გამოთქმული შეტყობინებები და ინსტრუქციები 

გაუზიაროთ სხვებს, თუ რას ფიქრობთ თქვენ მიერ გაგონილის ან წაკითხულის შესახებ. 

რა ფორმატში ტარდება გამოცდა? 

გამოცდა სამი ნაწილისგან შედგება. კითხვის, წერისა და მოსმენის ნაწილები ერთ დღეს ტარდება, ხოლო მეტყველების კომპონენტისთვის, შესაძლოა, საგამოცდო ცენტრში განსხვავებულ დღეს  დაგჭირდეთ მისვლა. მეტყველების ტესტი ორი გამომცდელის მიერ ტარდება, გამოცდის კიდევ ერთ კანდიდატთან ერთად. 

KET / KETfS კითხვა  და წერა მოსმენა მეტყველება
დაშვებული დრო 1 სთ 10 წთ 30 წთ 8-10 წთ კანდიდატთა ერთ წყვილთან
ქულები (მთლიანი მაჩვენებლის %) 50% 25% 25%

კემბრიჯის ინგლისური: Preliminary (PET) და Preliminary for Schools (PETfS)

კემბრიჯის ინგლისური: Preliminary ასევე ორი სახის გამოცდით არის ცნობილი: PET და PETfS. გამოცდის მიზანია, აჩვენოს, რომ თქვენ შეგიძლიათ ინგლისურად კომუნიკაცია ყოველდღიურ პრაქტიკულ სიტუაციებში. გამოცდის წარმატებულად ჩაბარება კარგი დასაწყისია ინგლისურ ენაში პროფესიული კვალიფიკაციის მიღების მსურველთათვის. 

კვალიფიკაციის დონე: Intermediate = B1 ერთიანი ევროპული ჩარჩოს მიხედვით. 

რატომ უნდა ჩავაბაროთ ეს გამოცდა? 

PET-თვის მომზადება გაგიუმჯობესებთ ინგლისურს, რათა შეძლოთ ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია მოგზაურობისას ან ენის გამოყენება სამსახურებრივი საჭიროებებით ინგლისურენოვან პირებთან ურთიერთობისას.  

გამოცდის ჩასაბარებლად უნდა შეგეძლოთ: 

გამოხატოთ სიამოვნება ან უკმაყოფილება და განიხილოთ თქვენი შთაბეჭდილებები სხვებთან 

გაიგოთ ვერბალური და წერითი შეტყობინებები და ინსტრუქციები   

დაწეროთ პერსონალური წერილი ან აწარმოოთ ჩანაწერები შეხვედრის ან მსჯელობის მიმდინარეობისას  

რა ფორმატში ტარდება გამოცდა? 

გამოცდა სამი ნაწილისგან შედგება. კითხვის, წერისა და მოსმენის ნაწილები ერთ დღეს ტარდება, ხოლო მეტყველების კომპონენტისთვის, შესაძლოა, საგამოცდო ცენტრში განსხვავებულ დღეს მისვლა დაგჭირდეთ. მეტყველების ტესტი ორი გამომცდელის მიერ ტარდება, გამოცდის კიდევ ერთ კანდიდატთან ერთად. 

PET / PETfS კითხვა და წერა მოსმენა მეტყველება
დაშვებული დრო 1 სთ 30 წთ 30 წთ

10-12 წთ  

კანიდატთა ერთ წყვილთან

ქულები (მთლიანი) მაჩვენებლის %) 50% 25% 25%

კემბრიჯის ინგლისური: First (FCE) და First for Schools (FCEfS)

კემბრიჯის ინგლისური: First ასევე ცნობილია ორი გამოცდის First Certificate in English (FCE) და  First Certificate in English for Schools (FCEfS) სახით. ზოგადი ინგლისურის კვალიფიკაციის შესაბამისი ეს გამოცდები ადასტურებს, რომ თქვენ საკმაოდ კარგად მეტყველებთ და წერთ და შეგიძლიათ ისწავლოთ ან იმუშავოთ ინგლისურენოვან გარემოში. 

კვალიფიკაციის დონე: Upper intermediate = B2 ერთიანი ევროპული ჩარჩოს მიხედვით

რატომ უნდა ჩავაბაროთ ეს გამოცდა? 

FCE-თვის მომზადება საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ გსურთ იმუშავოთ ინგლისურენოვან გარემოში, იცხოვროთ ინგლისურენოვან ქვეყანაში ან გაიაროთ საბაზისო / წინასაუნივერსიტეტო კურსი ინგლისურ ენაზე. 

გამოცდის ჩასაბარებლად უნდა შეგეძლოთ: 

შეადგინოთ მოკლე ანგარიშები და ელექტრონული წერილები  

ახსნათ იდეა ან ჩაერთონ დეტალურ მსჯელობაში ინგლისურ ენაზე 

გაიგოთ ტელეპროგრამებისა და გაზეთების ზოგადი ინგლისური. 

რა ფორმატში ტარდება გამოცდა? 

გამოცდა ხუთი ნაწილისგან შედგება. კითხვის, წერის, ენის გამოყენებისა და მოსმენის ნაწილები ერთ დღეს ტარდება, ხოლო მეტყველების კომპონენტისთვის, შესაძლოა, საგამოცდო ცენტრში განსხვავებულ დღეს მისვლა დაგჭირდეთ. მეტყველების ტესტი ორი გამომცდელის მიერ ტარდება, გამოცდის კიდევ ერთ კანდიდატთან ერთად. 

 FCE / FCEfs კითხვა წერა ენის გამოყენება მოსმენა მეტყველება
დაშვებული დრო 1 სთ 1 სთ 20 წთ 45 წთ 40 წთ 14  წთ    
ქულები (მთლიანი მაჩვენებლის %) 20% 20% 20% 20% 20

კემბრიჯის ინგლისური: Advanced (CAE)

 

Cambridge English: Advanced გამოცდა ცნობილია Cambridge Advanced Certificate in English (CAE) სახელწოდებით.ზოგადი ინგლისურის კვალიფიკაციის შესაბამისი ეს გამოცდები ადასტურებს, რომ თქვენი ინგლისური შეესაბამება პროფესიონალი საქმიანი პიროვნების ან უნივერსიტეტის სტუდენტის ცოდნის დონეს. 

კვალიფიკაციის დონე: Advanced = C1 ერთიანი ევროპული ჩარჩოს მიხედვით

რატომ უნდა ჩავაბაროთ ეს გამოცდა? 

CAE უნდა ჩააბაროთ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ დაუმტკიცოთ დამსაქმებლებს ან უნივერსიტეტებს, რომ თავდაჯერებულად შეგიძლიათ კომუნიკაცია პროფესიული და უმაღლესი რანგის სამეცნიერო სიტუაციებში. გამოცდის ჩასაბარებლად უნდა შეგეძლოთ: 

შეადგინოთ რთული ანგარიშები და ელექტრონული წერილები და აწარმოოთ ჩანაწერები შეხვედრებისა და ლექციების მიმდინარეობისას  

გააკეთოთ რთული იდეების პრეზენტაცია ინგლისურად 

გაიგოთ სხვადასხვა სახის ტექსტები - მხატვრული ლიტერატურიდან საგაზეთო წერილებამდე. 

რა ფორმატში ტარდება გამოცდა? 

გამოცდა ხუთი ნაწილისგან შედგება. კითხვის, წერის, ენის გამოყენებისა და მოსმენის ნაწილები ერთ დღეს ტარდება, ხოლო მეტყველების კომპონენტისთვის, შესაძლოა, საგამოცდო ცენტრში განსხვავებულ დღეს მისვლა დაგჭირდეთ. მეტყველების ტესტი ორი გამომცდელის მიერ ტარდება, გამოცდის კიდევ ერთ კანდიდატთან ერთად. 

 

  კითხვა წერა ინგლისურის გამოყენება მოსმენა მეტყველება
დაშვებული დრო 1 სთ 15 წთ 1 სთ 30 წთ 1 სთ 40 წთ 15 წთ კანდიდატთა ერთ წყვილთან
ქულები (მთლიანი მაჩვენებლის %) 20% 20% 20% 20% 20%

კემბრიჯის ინგლისური: Proficiency (CPE)

 

Cambridge English: Proficiency ასევე ცნობილია Cambridge Certificate of Proficiency in English (CPE) სახელწოდებით. ენის ეს კვალიფიკაცია ადასტურებს, რომ თქვენ საფუძვლიანად შეისწავლეთ ინგლისური და შეგიძლიათ მისი თავისუფლად გამოყენება მაღალი დონის კვლევით, აკადემიურ და პროფესიულ სიტუაციებში. CPE კემბრიჯის ინგლისურის უმაღლესი კვალიფიკაციაა.  

კვალიფიკაციის დონე: Proficient = C2 ერთიანი ევროპული ჩარჩოს მიხედვით

რატომ უნდა ჩავაბაროთ ეს გამოცდა? 

CPE უნდა ჩააბაროთ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ დაუმტკიცოთ დამსაქმებლებს, რომ შეგიძლიათ ინგლისურის გამოყენება უმაღლესი მენეჯმენტის დონეზე ან გსურთ ისწავლოთ ინგლისურენოვანი უნივერსიტეტის მაგისტრატურის ან დოქტორანტურის კურსზე. 

გამოცდის ჩასაბარებლად უნდა შეგეძლოთ: 

გაიგოთ თითქმის ყველაფერი, რაც ინგლისურად გესმით ან კითხულობთ 

გამოიყენოთ და გაიგოთ ოფიციალური, აკადემიური და სასაუბრო ენა 

აწარმოოთ მოლაპარაკებები, დაასაბუთოთ და განიხილოთ რთული თემების მნიშვნელოვანი წვრილმანი დეტალები 

რა ფორმატში ტარდება გამოცდა? 

CPE გამოცდა ოთხი ნაწილისგან შედგება. კითხვისა და ენის გამოყენების, წერისა და მოსმენის ნაწილები ერთ დღეს ტარდება, ხოლო მეტყველების კომპონენტისთვის, შესაძლოა, საგამოცდო ცენტრში განსხვავებულ დღეს მისვლა დაგჭირდეთ. მეტყველების ტესტი ორი გამომცდელის მიერ ტარდება, გამოცდის კიდევ ერთ კანდიდატთან ერთად. 

 

 

კითხვა და ენის გამოყენება 

წერა

მოსმენა

მეტყველება

 

 

კითხვა და ენის გამოყენება 

წერა

მოსმენა

მეტყველება

 

 

კითხვა და ენის გამოყენება 

წერა

მოსმენა

მეტყველება

 

 

 

 

 CPE კითხვა და ენის გამოყენება  წერა მოსმენა

მეტყველება

დაშვებული დრო  1 სთ 30 წთ 1 სთ 30 წთ 40  წთ 16 წთ კანდიდატთა ერთ წყვილთან
ქულები (მთლიანი მაჩვენებლის %) 40% 20% 20%  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კემბრიჯის ინგლისური ენის შეფასების გამოცდის ჩაბარება საქართველოში

დარეგისტრირდით საქართველოში კემბრიჯის ინგლისური ენის შეფასების გამოცდის ჩასაბარებლად  

შეიტყვეთ მეტი, თუ როდის და სად შეგიძლიათ საქართველოში კემბრიჯის  ინგლისურის  შეფასების გამოცდების ჩაბარება და დაადგინეთ გამოცდის ღირებულება 

რას უნდა ველოდოთ გამოცდის დღეს? 

წერითი გამოცდების შედეგები ცნობილი გახდება ოთხიდან  ექვს კვირამდე დროის განმავლობაში ჩაბარებიდან დღიდან, ხოლო კომპიუტერის მეშვეობით ჩაბარებული გამოცდის შემთხვევაში- გამოცდის დღიდან ორი კვირის განმავლობაში.  

რატომ ბრიტანეთის საბჭო?