სწავლების კვალიფიკაცია - სწავლების უნარის გამოცდა (TKT)

სწავლების უნარის გამოცდის (TKT) მიზანია იმ უნარ-ჩვევათა შეფასება, რომლებიც გესაჭიროებათ სხვა ენებზე მოსაუბრე ადამიანებისთვის ინგლისური ენის წარმატებით სასწავლებლად. გამოცდა შემუშავებულია ნებისმიერი  ასაკობრივი ჯგუფისა და შესაძლებლობების მასწავლებლებისთვის. არსებობს გამოცდის რამდენიმე მოდული. 

ვინ აბარებს ამ გამოცდას? 

TKT-ს ჩაბარება მოგანიჭებთ ენის სწავლების დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ კვალიფიკაციას, რომელიც გამოადგება როგორც ინგლისური ენის ახალ მასწავლებელს, რომელსაც სურს თავდაჯერებულობის ამაღლება და უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე გამოცდილ მასწავლებელს, რომელსაც სწავლების კონკრეტულ სფეროში  წარმართვა სურს, ან ახალბედა მასწავლებელს, რომელიც ინგლისურის სწავლების გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამს.  

TKT ასევე კარგი საბაზისო დასაწყისია, თუ ინგლისურის სწავლების სფეროში კოკნკრეტული კვალიფიკაციის მიღება გსურთ, როგორიცაა CELTA ან Delta. 

გამოცდის ჩასაბარებლად ინგლისურ ენაში ოფიციალური კვალიფიკაციის არსებობა სავალდებულო არ არის.  

რა მოდულები არსებობს?

შეგიძლიათ TKT მოდულები კომბინირებულად ან ცალ-ცალკე ჩააბაროთ.

ძირითადი მოდულები 1-3

  • TKT 1-ლი მოდული: ენის სწავლების საფუძვლები

  • TKT მე-2 მოდული: ენის სწავლების დაგეგმვა

  • TKT მე-3 მოდული: აუდიტორიის მართვა

 

კემბრიჯის ინგლისურის გამოცდის ჩაბარება საქართველოში

შეიტყვეთ, თუ  როგორ უნდა დარეგისტრირდეთ TKT გამოცდებზე საქართველოში 

შეიტყვეთ, თუ როდის და სად შეგიძლიათ საქართველოში TKT გამოცდისჩაბარება და დაადგინეთ თითოეული მოდულის ღირებულება

თითოეული მოდული შედგება 80 კითხვისგან და გრძელდება 80 წუთის განმავლობაში. შეიტყვეთ რას უნდა ველოდოთ გამოცდის დღეს?  

გამოცდების შედეგები ცნობილი გახდება გამოცდის დღიდან ორი კვირის განმავლობაში. ამ გამოცდასთან დაკავშირებით არ არსებობს ტერმინები „ჩააბარა“ და „ჩაიჭრა“; შეფასება ‘1’ ყველაზე სუსტია და აღნიშნავს, რომ მოცემულ სფეროში თქვენი ცოდნა და უნარ-ჩვევები შეზღუდულია, ხოლო ‘4’ უმაღლესი შეფასებაა და ყოვლისმომცველ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს აღნიშნავს.     

შეიტყვეთ, თუ რატომ უნდა ჩააბაროთ გამოცდები ბრიტანეთის საბჭოში