ზოგადი ინფორმაცია

როგორ შემიძლია თქვენთან დაკავშირება?

იმისათვის, რომ იხილოთ ჩვენი საკონტაქტო დეტალები, გადადით აქ.

სად მდებარეობს თქვენი სასწავლო ცენტრი?

ჩვენი სასწავლო ცენტრები მდებარეობს თბილისში: 

  • რუსთაველის გამზ. N 34
  • ტარას შევჩენკოს ქ. N 1

როგორ დავრეგისტრირდეთ ქვენს კურსებზე?

რეგისტრაციისთვის საჭიროა, დაჯავშნოთ კონსულტაცია.

კონსულტაციას დაესწრებით დაჯავშნულ დღესა და დროს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი ინსტრუქციების მიხედვით.

რა ასაკისა და დონის მქონე მოსწავლეს სთავაზობთ კურსებს?

ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრი სტუდენტებს იღებს 6 წლიდან და გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს ყველა ასაკისა და დონის მქონე ადამიანისთვის. თქვენ გაივლით დონის დასადგენ ტესტსა და კონსულტაციას რის შედეგადაც დარეგისტრირდებით თქვენთვის შესაბამის ასაკობრივ ჯგუფსა და დონეზე.

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაჯავშნოთ კონსულტაცია.

როგორ ფორმატში მიმდინარეობს მეცადინეობები: დისტანციურ რეჟიმში თუ საკლასო ოთახში?

პანდემიის გამო ქვეყანაში გამკაცრებულია რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც ამ ეტაპზე გაკვეთილების მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში წარმართვა არის შესაძლებელი.

როდესაც აღნიშნული რეგულაციები შემსუბუქდება, თქვენ თავად შეძლებთ გააკეთოთ არჩევანი პირისპირ და ონლაინ სწავლებას შორის.

შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენს მასწავლებლებთან დაკავშირებით?

გაცნობებთ, რომ ჩვენი მასწავლებლები არიან გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, აქვთ CELTA/DELTA საერთაშორისო კვალიფიკაცია. ისინი უზრუნველყოფენ, რომ მიიღოთ მაქსიმალური ცოდნა ჩვენი კურსების საშუალებით.

გაქვთ ინდივიდუალური მეცადინეობები?

ჩვენ ვიყენებთ ენის სწავლების კომუნიკაციურ მეთოდს, რომელსაც საუკეთესო შედეგი აქვს ჯგუფური მეცადინეობებისას. გაკვეთილები მიმდინარეობს მხოლოდ ინგლისურ ენაზე ნებისმიერ დონეზე და თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა თქვენს თანაკურსელებთან ერთად გაივარიშოთ ინგლისურად საუბარში და გაიუმჯობესოთ საუბრისა და მოსმენის უნარ-ჩვევები.

იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ინდივიდუალური მეცადინეობებია თქვენთვის მისაღები, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ EnglishScore Tutors პლატფორმაზე და დაესწროთ ინდივიდუალურ მეცადინეობებს აქ.

დავრეგისტრირდი EnglishScore Tutors/ English Online კურსზე, თუმცა მაქვს გარკვეული ტექნიკური ხარვეზები. როგორ მოვიქცე?

გაცნობებთ, რომ EnglishScore Tutors/English Online გახლავთ ბრიტანეთის საბჭოს გლობალური პროდუქტი და მას უშუალო ადმინისტრირებას უწევს ბრიტანეთის საბჭოს გლობალური გუნდი. დახმარებისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ „Help“ ღილაკი, რომელიც ხელმისაწვდომია პლატფორმაზე.

დაინტერესებული ვარ ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსებით. როგორ მოვიქცე?

ბრიტანეთის საბჭოს საქართველოში არ აქვს ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო ონლაინ კურსები, თუმცა ბრიტანეთის საბჭო გთავაზობთ უფასო ონლაინ რესურსების ფართო არჩევანს, რომელიც ზრდასრულებს, მოზარდებსა და ბავშვებს ინგლისური ენის შესწავლაში დაეხმარება. აღნიშნული რესურსები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ინგლისური ზრდასრულთათვის

რა შეთავაზებები გაქვთ ზრდასრულთათვის?

ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრი ზრდასრულებს სთავაზობს როგორც ზოგადი ინგლისურის შემსწავლელ, ისე IELTS ტესტისთვის მოსამზადებელ კურსებს. დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გადახვიდეთ აქ.

როდის შემიძლია დავრეგისტრირდე MyClass პლატფორმაზე?

თქვენ შეგიძლიათ MyClass-ის პლატფორმას შეუერთდეთ ნებისმიერ დროს, თუმცა პირველ რიგში, აუცილებელია დაჯავშნოთ კონსულტაცია.

სად და როგორ შემიძლია გადავიხადო კურსის საფასური?

იმისათვის, რომ დაფაროთ კურსის საფასური, აუცილებელია დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთან ურთიერთობის გუნდს და ისინი გამოგიგზავნიან შესაბამის საბანკო რეკვიზიტებს.

ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრში კურსის დასრულების შემდეგ მივიღებ სერტიფიკატს?

დიახ, ყოველი კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთან ურთიერთობის გუნდს და მოითხოვოთ სერტიფიკატის დამზადება.

ინგლისური ბავშვებისა და მოზარდებისთვის

რა ასაკიდან შეუძლია ჩემს შვილს ბრიტანეთის საბჭოს კურსებზე რეგისტრაცია?

ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრში მოსწავლეების მიღება იწყება 6 წლის ასაკიდან. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაჯავშნოთ კონსულტაცია.

დაინტერესებული ვარ ბავშვებისა და მოზარდების კურსებით. სად გავეცნო ინფორმაციას?

მოზარდებს ინგლისურის შესწავლისას ჩვენ დავეხმარებით გადადგან უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები - შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევისთვის დასჭირდებათ. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრში კურსის დასრულების შემდეგ მიიღებს ჩემი შვილი სერტიფიკატს?

დიახ, ყოველი კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთან ურთიერთობის გუნდს და მოითხოვოთ სერტიფიკატის დამზადება.

სად და როგორ შემიძლია გადავიხადო კურსის საფასური?

იმისათვის, რომ დაფაროთ კურსის საფასური, აუცილებელია დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთან ურთიერთობის გუნდს და ისინი გამოგიგზავნიან შესაბამის საბანკო რეკვიზიტებს.

ჩააბარეთ გამოცდა

როგორ შემიძლია დავუკავშირდე თქვენს გამოცდების ჯგუფს?

გამოცდების ჯგუფთან დაკავშირება შეგიძლიათ შემდეგი ელექტრონული ფოსტის საშუალებით: Exams@ge.BritishCouncil.org

IELTS-ის რომელი მოდული უნდა ჩავაბარო?

იმ შემთხვევაში, თუ არ ხართ დარწმუნებული IELTS-ის რომელი მოდულის ჩაბარება გჭირდებათ, ინფორმაციას გაეცანით აქ.

სად შემიძლია ვიხილო IELTS ტესტის ჩატარების თარიღები?

დეტალური ინფორმაცია IELTS-ის ტესტის ჩატარების თარიღებთან, საფასურთან და ლოკაციასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

როგორ შემიძლია დავრეგისტრირდე IELTS ტესტზე?

დარეგისტრირდით IELTS ტესტზე ონლაინ აქ და მიიღეთ წვდომა ჩვენს უფასო მოსამზადებელ მასალებზე.

როდის და სად შემიძლია მივიღო ჩემი IELTS-ის ან კემბრიჯის გამოცდის სერტიფიკატი?

თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ოფისში, რომელიც მდებარეობს რუსთაველის გამზირის 34 ნომერში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 12.00 საათიდან – 15.00 საათამდე.

გთხოვთ, წინასწარ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთან ურთიერთობის გუნდს, რათა გადაამოწმოთ, რომ ნამდვილად მზად არის თქვენი სერტიფიკატი.

მსურს, რომ ჩემი IELTS სერტიფიკატი სხვა პირმა გაიტანოს. როგორ მოვიქცე?

იმისათვის, რომ სხვა პირს ნება დართოთ გაიტანოს თქვენი IELTS სერტიფიკატი, აუცილებელია დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთან ურთიერთობის გუნდს. ისინი გამოგიგზავნიან შესაბამის ფორმას, რომელიც უნდა შეივსოს სერტიფიკატის გატანამდე.

როგორ დავესწრო უფასო IELTS ვებინარს?

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ჩვენს ვებგვერდზე ან Facebook-ისა და Instagram გვერდებზე, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ.

კემბრიჯის რომელი გამოცდა ავირჩიო?

აირჩიეთ გამოცდა, რომელიც მიესადაგება თქვენს საჭიროებებს აქ.

სად შემიძლია კემბრიჯის გამოცდების თარიღების ნახვა?

კემბრიჯის გამოცდები ტარდება წელიწადში სამჯერ: მარტში, ივნისში და დეკემბერში. დეტალური ინფორმაცია განახლდება აქ გამოცდამდე დაახლოებით ორი თვით ადრე.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება

ვარ ინგლისური ენის მასწავლებელი და მსურს პროფესიული განვითარება, შეგიძლიათ კურსების შემოთავაზება?

ბრიტანეთის საბჭო ინგლისური ენის მასწავლებლებს სთავაზობს უფასო ონლაინ სასწავლო რესურსებს, აგრეთვე ქართველ პარტნიორებთან ერთად აწყობს რიგ სემინარებსა თუ სატრეინინგო კურსებს. დეტალური ინფორმაცია ჩვენს შემოთავაზებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სწავლა ბრიტანეთში

დაინტერესებული ვარ გაცვლითი პროგრამებით დიდ ბრიტანეთში, როგორ მოვიქცე?

გაცნობებთ, რომ ბრიტანეთის საბჭო საქართველოში უშუალოდ არ კურირებს გაცვლით პროგრამებს დიდ ბრიტანეთში. დეტალური ინფორმაცია გაერთიანებულ სამეფოში სწავლის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე. ასევე გთავაზობთ განათლების აგენტებისა და მრჩევლების შესახებ ინფორმაციას.