თქვენ შეგიძლიათ ჩააბაროთ ტესტი ჩვენს ოფიციალურ საგამოცდო ცენტრში წერილობით ან კომპიუტრერულად. IELTS Online (მხოლოდ IELTS Academic) გამოცდის ჩაბარება შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად ან ნებისმიერი სივრციდან, სადაც სტაბილური ინტერნეტ კავშირი გექნებათ.
რეგისტრაციისათვის დაგჭირდებათ მხოლოდ მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საბანკო ბარათი, თუ თანხის გადახდას ონალინ გეგმავთ.
გამოცდის ტიპი | საფასური | დარეგისტრირდით |
---|---|---|
IELTS აკადემიური მოდული - საგამოცდო ცენტრში (წერილობითი და კომპიუტერული ტესტი) |
680 ლარი | დარეგისტრირდით |
IELTS Academic Online | 680 ლარი | დარეგისტრირდით |
IELTS ზოგადი მოდული - საგამოცდო ცენტრში (წერილობითი და კომპიუტერული ტესტი) |
680 ლარი | დარეგისტრირდით |
IELTS გართიანებულ სამეფოში ვიზისა და ემიგრაციისათვის - საგამოცდო ცენტრში (აკადემიური მოდული) |
745 ლარი | დარეგისტრირდით |
IELTS გართიანებულ სამეფოში ვიზისა და ემიგრაციისათვის - საგამოცდო ცენტრში (ზოგადი მოდული) |
745 ლარი | დარეგისტრირდით |
IELTS ზოგადი უნარები - საგამოცდო ცენტრში (A1 და B1) |
644 ლარი | დარეგისტრირდით |
ბრიტანეთის საბჭოს არ შეუძლია მიიღოს გადახდები ბანკებიდან (ან სხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან), რომლებიც სანქცირებულია გაერთიანებული სამეფოს ან სხვა შესაბამისი იურისდიქციის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთის საბჭო აღმოაჩენს გადახდას, რომელიც განხორციელებულია სანქცირებული ბანკიდან და/ან სანქცირებული ფინანსური ინსტიტუტიდან, მიმდინარე გადახდა გაიყინება და ვერ მოხდება იმ სერვისის მიწოდება, რომლისთვისაც განხორციელდა გადახდა. შესაბამისად, გთხოვთ, გადაამოწმოთ, რომ არ განახორციელებთ გადახდებს სანქცირებული ბანკის ან/და სანქცირებული ფინანსური ინსტიტუტის ანგარიშიდან.
რას მოიცავს ტესტის საფასური? IELTS ტესტის საფასური მოიცავს ექსკლუზიურ მოსამზადებელ მასალებს, უფასო სავარჯიშო ტესტებს და კიდევ უფრო მეტ სარგებელს
რა გჭირდებათ რეგისტრაციისათვის
- დარწმუნდით, რომ გაქვთ მოქმედი პირადობის დამადატურებელი მოწმობა (ID ბარათი ან პასპორტი. შენიშვნა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ მხოლოდ საერთაშორისო პასპორტით), რადგან ტესტის დაჯავშნის დროს უნდა ატვირთოთ ფოტოასლი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, 18 წლამდე ასაკის კანდიდატებმა ტესტზე დასარეგისტრირებლად უნდა წარადგინონ მშობლის ან მეურვის წერილობითი თანხმობა. IELTS ტესტის ჩაბარება არ არის რეკომენდებული 16 წლამდე ასაკის მსურველთათვის.
- საბანკო ბარათი. ტესტის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ჩვენი ონლაინ სარეგისტრაციო სისტემის, ან საბანკო გადარიცხვის მეშვეობით. გადახდის დანიშნულებაში გთხოვთ მიუთითოთ: Reference Number / სახელი და გვარი / გამოცდის თარიღი. Reference Number გახლავთ15 ციფრიანი ნომერი, რომელსაც წინ უძღვის GE001. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ თქვენი Reference Number, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი აპლიკაცია გაუქმდეს ან რეგისტრაცია სხვა თარიღზე გადავიდეს. გადახდილი თანხის ქვითარი გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით სააპლიკაციო ფორმის შევსებიდან არაუგვიანეს მესამე დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეგისტრაცია გაუქმდება.
რეგისტრაციის შემდეგ
თქვენ მიიღებთ შემდეგ შეტყობინებებს:
- ტესტის დაწყების დრო და ჩატარების ადგილი
- საუბრის ნაწილის თარიღი
- წვდომა უფასო ონლაინ IELTS Ready Premium
დამატებითი ინფორმაცია ტესტის შესახებ
ჩამოტვირთეთ და წაიკითხეთ ჩვენს მიერ მოწოდებული საინფორმაციო ბროშურა კანდიდატებისთვის, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ტესტის ფორმატის, შეკითხვების ტიპებისა და ტესტის შედეგების შესახებ.
IELTS წესები და პირობები
წაიკითხეთ IELTS წესები და პირობები ბრიტანეთის საბჭოში ტესტის ჩაბარებისათვის.