ჩვენს ოფიციალურ IELTS საგამოცდო ცენტრებს შეუძლიათ დახმარების გაწევა იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ მხედველობასთან, სმენასთან, მეტყველებასთან ან სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები. თუ გჭირდებათ IELTS ტესტის მოდიფიცირებული ვერსია, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საგამოცდო ცენტრს სამი თვით ადრე.
თუ თქვენ გჭირდებათ სპეციალური პირობები (მაგალითად, დამატებითი დრო), გთხოვთ, წინასწარ, ექვსი კვირით ადრე შეატყობინოთ ამის შესახებ საგამოცდო ცენტრს.
თქვენი ინგლისური ენის ცოდნა ობიექტურად შეფასდება, მიუხედავად ნებისმიერი სახის შეზღუდული უნარისა ან სპეციალური საჭიროებისა.
რას გულისხმობს სპეციალური პირობები?
- ტესტები ბრაილის შრიფტით
- სპეციალური CD სმენის ნაწილისათვის, საჭირო პაუზებით
- სმენითი ნაწილის კითხვის ვერსია
- გადიდებული ნაბეჭდი მასალა ან საუბრის ნაწილის ბარათები ბრაილის შრიფტით
რა სახის დახმარება შეიძლება მივიღო?
თუ გაქვთ მხედველობის დარღვევა, შეგვიძლია უზრუნველყოთ:
- გადიდებული ნაბეჭდი მასალა
- ტესტები ბრაილის შრიფტით
- პირადი მდივანი, რომელიც თქვენ მაგივრად ჩაწერს პასუხებს.
თუ გაქვთ სმენასთან დაკავშირებული სირთულეები, შეგვიძლია შემოგთავაზოთ:
- სპეციალური ხმის გამაძლიერებელი აპარატურა
- სმენითი ნაწილის კითხვის ვერსია.
თუ გაქვთ დისლექსია, შეგვიძლია უზრუნველყოთ:
- დამატებითი დრო წერის და კითხვის ტესტებისთვის.
თუ გაქვთ სპეციალური საჭიროება, რომელიც მოითხოვს IELTS ტესტის ჩაბარებას მოდიფიცირებული მასალით გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ დამატებითი ინფორმაციისათვის.