ინფორმაცია და რჩევები IELTS ტესტის დღესთან დაკავშირებით
IELTS ტესტის დღეს შეიძლება ცოტა აღელვებული იყოთ. იმისთვის, რომ ყველაფერმა თქვენთვის შეფერხების გარეშე ჩაიაროს, მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მოხდება ტესტის დღეს.
საჭიროა, დროულად მიხვიდეთ IELTS ტესტზე. გამოცდამდე სამი დღით ადრე, თქვენ მიიღებთ წერილს ტესტირების დაწყების დროის შეტყობინებით. წერილში იქნება დეტალური ინფორმაცია ტესტის პროცედურების შესახებ. დაგვიანების შემთხვევაში, შეიძლება არ დაგიშვან ტესტზე.
თუ თქვენ მოითხოვეთ სპეციალური პირობები შეზღუდული შესაძლებლობების გამო, ტესტის დღეს თქვენთვის საჭირო ღონისძიებები გატარდება. ასეთ შემთხვევაში, გთხოვთ, გვიკავშირდეთ, გამოცდამდე სულ მცირე ექვსი კვირით ადრე.
ტესტის საუბრის ნაწილი შეიძლება შემოგთავაზონ იმავე დღეს, ან არაუმეტეს ერთი კვირით ადრე ან გვიან. წინასწარ მიიღებთ შეტყობინებას, საუბრის ნაწილის ჩატარების თარიღების შესახებ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, საგამოცდო ოთახში არ შეიძლება საჭმლის შეტანა, თქვენ გექნებათ უფლება შეიტანოთ მხოლოთ წყალი გამჭვირვალე ბოთლში.