არ ხართ დარწმუნებული, რომელი IELTS ტესტი უნდა ჩააბაროთ? შეგვიძლია დაგეხმაროთ!  

არსებობს სხვადასხვა ტიპის IELTS ტესტი, რომელთა ჩაბარებაც შეგიძლიათ. IELTS დაგეხმარებათ, იმოგზაუროთ მსოფლიოს გარშემო, მიიღოთ თქვენი ოცნების სამსახური ან, უბრალოდ, წარმოაჩინოთ, რომ გააუმჯობესეთ ინგლისური ენის ცოდნის დონე. ტესტის ვერსია, რომელიც უნდა აირჩიოთ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი გაკეთება გსურთ.

ტესტის დაჯავშვნამდე, დარწმუნდით, რომ შეამოწმეთ, რომელ ტესტს ითხოვენ ორგანიზაციები, სადაც აკეთებთ განაცხადს.

ჩააბარეთ IELTS ტესტის აკადემიური მოდული

IELTS ტესტის აკადემიური მოდული უმაღლესი განათლებისათვის: ჩააბარეთ ეს ტესტი, რათა ისწავლოთ ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის  მისაღებად, დასაქმდეთ ორგანიზაციაში მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

ჩააბარეთ IELTS ტესტის ზოგადი მოდული

ჩააბარეთ IELTS ტესტის ზოგადი მოდული. ეს ტესტი, საჭიროა ინგლისურენოვან ქვეყანაში სასწავლებლად აკადემიური ხარისხის დონემდე,  ინგლისურენოვან ან საკუთარ ქვეყანაში სამუშაოდ და ემიგრაციისთვის.

გსურთ გაერთიანებულ სამეფოში მუშაობა და სწავლა?

არსებობს სპეციალური IELTS ტესტი გაერთიანებული სამეფოს ვიზისა და საემიგრაციო დანიშნულებისთვის. თუ გსურთ მუშაობა, სწავლა ან ცხოვრება გაერთიანებულ სამეფოში, მაშინ თქვენ ეს ტესტი გჭირდებათ.

შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი ტესტის ფორმატი