IELTS ტესტის აკადემიური მოდული – მოემზადეთ უმაღლესი განათლების მისაღებად
IELTS ტესტის აკადემიური მოდული აფასებს, გაქვთ თუ არა ინგლისური ენის ცოდნის სათანადო დონე, რომელიც საჭიროა აკადემიური უმაღლესი განათლების მისაღებად. ის ასახავს აკადემიური ენის ზოგიერთ თავისებურებას და აფასებს, რამდენად მზად ხართ დაიწყოთ სწავლა, ან გაიაროთ ტრენინგი.
ჩააბარეთ ეს ტესტი, თუ გსურთ:
- ისწავლოთ ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მისაღებად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში
- შეიტანოთ განაცხადი მე-4 კატეგორიის სტუდენტურ ვიზაზე უნივერსიტეტში, რომელიც არის მე-4 კატეგორიის სპონსორი დიდ ბრიტანეთში
- დასაქმდეთ ორგანიზაციაში ინგლისურენოვან ქვეყანაში.
- თუ აბარებთ უნივერსიტეტში ბრიტანეთში, რომელიც ითხოვს IELTS UKVI (ბრიტანეთის ვიზისა და ემიგრაციის დეპარტამენტი) ჩაბარებას. შეიტყვეთ მეტი IELTS UKVI.
ინფორმაცია IELTS ტესტის საფასურის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ონლაინ სარეგისტრაციო სისტემაში
ხანგრძლივობა: 2 საათი და 45 წუთი.
ფორმატი: ტესტი შედგება ოთხი ნაწილისგან: მოსმენა, კითხვა, წერა და საუბარი.
ტესტი ჩატარდება ბრიტანეთის საბჭოს ოფიციალურ IELTS ტესტირების ცენტრში.
ტესტის საუბრის ნაწილი ტარდება ტესტის წერითი ნაწილის დღეს, ან არაუმეტეს ერთიკვირით ადრე ან შემდეგ. წინასწარ მიიღებთ შეტყობინებას, თუ როდისაა დანიშნული საუბრის ნაწილი.