ჩააბარეთ IELTS ტესტი ბრიტანეთის საბჭოში და მიიღეთ საჭირო დახმარება 

IELTS ტესტზე რეგისტრაციის დროს კანდიდატი ფოკუსირებულია საჭირო შედეგის მიღებაზე სასურველი მიზნის მისაღწევად.  

ამისათვის, ბრიტანეთის საბჭო უზრუნველყოფს რეგისტრაციის მარტივ პროცესს და ასევე ყველა საჭირო დახმარებას რაც საჭიროა გამოცდისათვის.

მიიღეთ წვდომა ექსკლუზიურ მოსამზადებელ მასალებზე და დამატებითი უპირატესობები, როდესაც რეგისტრირდებით IELTS ტესტზე ბრიტანეთის საბჭოში

  • უფასო წვდომა IELTS Ready Premium: მოიცავს 40 პრაქტიკულ ტესტს ოთხი უნარის მიხედვით: საუბარი, წერა, კითხვა და მოსმენა.
  • უფასო მოსამზადებელი მასალა: გაიარეთ უფასო ტესტები ონლაინ : takeielts.org/prepare, ან გამოიწერეთ IELTS სავარჯიშოების წიგნი, რომელშიც მოცემულია IELTS აკადემიური და ზოგადი მოდულის ტესტების ნიმუშები.
  • მოემზადეთ მგზავრობისას: ჩვენ გვაქვს მთელი რიგი უფასო ინოვაციური აპლიკაციები, რომლებიც ხელმისაწვდომია თქვენი ინგლისური ენის უნარების გასაუმჯობესებლად, მაშინაც კი როდესაც მგზავრობთ.
  • ექსპერტების მხარდაჭერა: ჩვენთან ხელმისაწვდომია ონლაინ ინტერაქტიული კურსები, რესურსები და ვიდეო მასალა, რაც დაგეხმარებათ გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში.
  • მარტივი რეგისტრაცია: დარეგისტრირდით IELTS ტესტზე ონლაინ 
  • მოსახერხებელი თარიღები და ადგილმდებარეობა: IELTS ტარდება 500-ზე მეტ საგამოცდო ცენტრში მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, რაც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ გამოცდის ხელსაყრელი ადგილი და დრო.
  • უფასო ხუთი დამატებითი სერთიფიკატი (TRF): მიიღეთ თქვენი სერთიფიკატის ხუთი დამატებითი ასლი, რომლებიც უფასოდ გაიგზავნება მოთხოვნისამებრ დაწესებულებებში, სადაც აკეთებთ განაცხადს (მაგალითად, უნივერსიტეტები, საიმიგრაციო ოფისები და ა.შ.).
  • ზედმიწევნით შერჩეული ტესტირების ადგილები: ბრიტანეთის საბჭოს IELTS ტესტირების 850 ოფიციალურ ცენტრს აქვს თანამედროვე პირობები და მოსახერხებელი ადგილმდებარეობა.
  • პროფესიონალი, მეგობრული IELTS გუნდი: მაღალკვალიფიციური და გამოცდილი გუნდის წევრები, უზრუნველყოფენ თქვენი ტესტირების დღის ხარვეზების გარეშე ჩატარებას.  
  • მოსახერხებელი გადახდის პირობები: გადაიხადეთ ტესტის საფასური ონლაინ ან საბანკო გადარიცხვით.