IELTS One Skill Retake, image

რა არის IELTS One Skill Retake და როგორ მუშაობს იგი?

IELTS One Skill Retake არის ახალი ფუნქცია, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ დაგეხმაროთ მიიღოთ სასურველი ქულა სრული ტესტის გადაბარების გარეშე. თუ გსურთ, გაიუმჯობესოთ შედეგი ერთ უნარში, შეგიძლიათ ხელახლა ჩააბაროთ IELTS ოთხი კომპონენტიდან - მოსმენა, კითხვა, წერა ან საუბარი ნებისმიერი.

IELTS One Skill Retake უპირატესობები

  • მოახდინეთ ფოკუსირება ერთ უნარზე: თუ პირველ გამოცდაზე ვერ მიიღეთ თქვენთვის სასურველი შედეგი, One Skills Retake გაძლევთ შანსს გამოავლინოთ თქვენი ინგლისური ენის დონე და გააუმჯობესოთ შედეგი ერთ უნარში ტესტის სრულად გადაბარების გარეშე. ჩააბარეთ ტესტის მხოლოდ ერთი, თქვენთვის სასურველი კომპონენტი და დაზოგეთ დრო და თანხა.  
  • ჩააბარეთ თქვენთვის ნაცნობი ტესტი: IELTS One Skill Retake იგივე ფორმატის ტესტია, როგორც IELTS. ეს ნიშნავს, რომ გამოცდის ფორმატი თქვენთვის უკვე ნაცნობი იქნება. თქვენ არ იღელვებთ ახალი გამოცდისთვის მზადებაზე და სხვადასხვა ტიპის დავალების სწავლაზე.
  • მიიღეთ ახალი სერტიფიკატი: თქვენ მიიღებთ IELTS ტესტის ახალ სერტიფიკატს IELTS One Skill Retake ქულით, რომელიც ასევე მოიცავს თქვენი თავდაპირველი ტესტის ქულებს და საერთო CEFR ქულას. თქვენი შედეგები ძალაში იქნება ტესტის ჩაბარების დღიდან ორი წლის განმავლობაში.
  • თქვენი თავდაპირველი ტესტის ქულები უცვლელი დარჩება: თავდაპირველი ტესტის სხვა კომპონენტების ქულები არ შეიცვლება. ახალი შედეგის მიღების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში შეძლებთ ძველი შედეგის გამოყენებასაც.

IELTS One Skill რეგისტრაციის პირობები

  • შეგიძლიათ დაჯავშნოთ ტესტი, თუ ცოტა ხნის წინ ჩაბარეთ კომპიუტერული IELTS ტესტი.
  • ტესტის შედეგი უნდა გქონდეთ მიღებული ისეთი საგამოცდო ცენტრიდან რომელიც გთავაზობთ IELTS One Skill Retake ჩაბარებას.
  • თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ერთი კომპონენტის ხელახლა ჩაბარება IELTS გამოცდის ჩაბარებიდან 60 დღის განმავლობაში.
  • One Skill Retake-ზე დასარეგისტრირებელად, უნდა შეხვიდეთ კანდიდატის პორტალზე და იხილავთ თქვენს IELTS გამოცდის შედეგებს. თუ გსურთ ერთი რომელიმე კომპონენტის შედეგის გაუმჯობესება, უბრალოდ დააჭირეთ ღილაკზე „Retake“ იმ უნარისთვის, რომლის ხელახლა გადაბარება გსურთ.

გარე ბმულები