თუ თქვენი გეგმები შეიცვალა ან გაუთვალისწინებელი სიტუაციის წინაშე აღმოჩნდით, შესაძლოა დაგჭირდეთ IELTS ტესტის თარიღის გაუქმება ან გადატანა. ქვემოთ მოცემულია ჩვენი პოლიტიკა გამოცდის გაუქმების, თანხის დაბრუნებისა და თარიღის გადატანის შესახებ.
მოცემული ინფორმაცია ეხება სტანდარტულ IELTS ტესტს. თუ აბარებთ IELTS for UKVI ტესტს (მათ შორის IELTS for UKVI Life Skills), შეგიძლიათ იხილოთ IELTS for UKVI გამოცდის გაუქმებისა და გადატანის წესები აქ.
IELTS-ის ტესტის გაუქმება და თანხის დაბრუნება
გამოცდაზე რეგისტრაციის გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ტესტის თარიღამდე, Test Taker portal მეშვეობით. თანხის დაბრუნების პირობები დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის აუქმებთ რეგისტრაციას და არსებობს თუ არა რაიმე განსაკუთრებული გარემოება.
|
გაუქმების მოთხოვნის თარიღი |
თანხის დაბრუნების პოლიტიკა |
|
ტესტის თარიღამდე 15 ან მეტი დღით ადრე |
ტესტის საფასური ანაზღაურდება 25% ადმინისტრაციული საფასურის გამოკლებით |
|
ტესტამდე 14 დღის განმავლობაში |
ტესტის საფასური არ აგინაზღაურდებათ |
ადგილობრივმა კანონმდებლობამ შესაძლოა უფრო მეტი უფლება მოგანიჭოთ. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდაზე რეგისტრაციის ქვეყანაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობა გამოცდის გაუქმებისა და თარიღის გადატანისას უკეთეს პირობებს ადგენს, უპირატესობა სწორედ ადგილობრივ რეგულაციებს ენიჭება.
გამონაკლისები კანდიდატებისთვის
თუ ტესტის დღეს შეგექმნათ ჯანმრთელობის პრობლემა ან გადაუდებელი პირადი მიზეზით დაგჭირდათ ტესტის გაუქმება, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ საგამოცდო ცენტრს რათა მოხდეს თქვენი განაცხადის განხილვა, რაც მოგცემთ შესაძლებლობას გადაიტანოთ ტესტი სხვა თარიღზე და გამონაკლის შემთხვევებში მოხდეს თანხის დაბრუნება.
განსაკუთრებული გარემოებები:
- ტრავმული გამოცდილება
- ოჯახური კრიზისი
- გადაუდებელი სამართლებრივი ან სამხედრო ვალდებულება
- ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, რაც ხელს შეგიშლით ტესტირებაზე დასწრებაში.
- მძიმე დანაკარგი - ოჯახის წევრის გარდაცვალება
- სამოქალაქო არეულობა ან გაუარესებული ამინდის პირობები
თუ ტესტირებაზე არ გამოცხადდებით, შეგიძლიათ განაცხადი წარადგინოთ განსაკუთრებული გარემოებების შესახებ — როგორც ტესტირებამდე, ისე მისი ჩატარების დღიდან არაუგვიანეს ორი კალენდარული დღისა. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიღებული განაცხადი არ მიიღება.
უნდა დაუკავშირდეთ თქვენს საგამოცდო ცენტრს და მიაწოდოთ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ გაქვთ სპეციალური პირობებით სარგებლობის უფლება, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების თანხლებით. საგამოცდო ცენტრი განიხილავს თქვენს განაცხადს და წერილობით გიპასუხებთ განაცხადის მიღებიდან შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში
- თუ თქვენი საგამოცდო ცენტრი დაადასტურებს განაცხადს, ამ შემთხვევაში შეგეძლებათ ტესტის თარიღის შეცვლა ან დაგიბრუნდებათ გამოცდის საფასური. ზოგიერთ შემთხვევაში ამას დაემატება ადმინისტრაციული თანხის მოსაკრებელი. გთხოვთ გაითვალისიწინოთ, რომ თანხის დაბრუნების პროცესს შეიძლება დასჭირდეს 4-დან 6 კვირამდე
სპეციალური პირობების მოთხოვნისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს საგამოცდო ცენტრს და წარადგინოთ რეგისტრაციის გაუქმების განაცხადი შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად
საგამოცდო ცენტრის გამონაკლისები
საგამოცდო ცენტრის კონტროლს მიღმა გარკვეულ გარემოებებში, ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს თქვენი ტესტის გაუქმება და სხვა თარიღზე გადატანა. ასეთი გარემოებები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ექსტრემალური ამინდის პირობებს, სტიქიურ უბედურებებს, სამოქალაქო არეულობას, გაფიცვებს, გლობალურ პანდემიას ან ფორსმაჟორს.
ასეთ სიტუაციაში, თქვენი საგამოცდო ცენტრი მაქსიმალურად ადრე შეგატყობინებთ და არჩევანის საშუალებას მოგცემთ:
- თანხის სრული დაბრუნება, ან
- თქვენთვის სასურველ სხვა თარიღზე გამოცდის გადატანას
თუ თქვენი ტესტი გაუქმდა ან გადაიდო სხვა გარემოებების გამო, როგორიცაა ტექნიკური გაუმართაობა, ადგილი ან გარემო ფაქტორები, საგამოცდო ცენტრი უმოკლეს ვადაში შეგატყობინებთ ამის შესახებ და მოგცემთ არჩევანის გაკეთების უფლებას, ან სრულად დაიბრუნოთ თანხა ან გადადოთ ტესტირება სხვა თარიღზე.
IELTS ტესტის დღის გადატანა
თუ IELTS ტესტზე დარეგისტრირდით და გსურთ გამოცდის თარიღის შეცვლა, შეგიძლიათ ჯავშანი სხვა თარიღზე გადაიტანოთ. გადატანის პირობები დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის გააკეთებთ განაცხადს:
|
გადატანის მოთხოვნის თარიღი |
გადატანის პოლიტიკა |
|
ტესტის თარიღამდე 15 ან მეტი დღით ადრე |
ხუთამდე უფასო გადატანა
|
|
ტესტამდე 5-14 დღის განმავლობაში |
გადატანა შესაძლებელია, თუმცა დაგეკისრებათ ადმინისტრაციული მომსახურების 25% |
|
5 დღეზე ნაკლები |
გადატანა დაუშვებელია. გადატანის ნებისმიერი მოთხოვნა განიხილება როგორც გაუქმება და ამოქმედდება თანხის დაბრუნების სტანდარტული წესები. |
ტესტის თარიღის გადატანის მოთხოვნისთვის, ეწვიეთ Test Taker portal და მიჰყევით ინსტრუქციებს განყოფილებაში “Manage my Booking”