როდის მივიღებ ჩემს შედეგებს?

არ მოგიწევთ დიდხანს ლოდინი თქვენი IELTS ტესტის შედეგების მისაღებად.

თქვენი შედეგების სანახავად შეგიძლიათ შეხვიდეთ კანდიდატის პორტალზე წერილობითი IELTS გამოცდის შემთხვევაში გამოცდის ჩატარებიდან მე-13 კალენდარულ დღეს, 13:00 საათიდან, ხოლო კომპიუტერული IELTS ტესტის შემთხვევაში - ჩამოცდის ჩატარებიდან 3-5 კალენდარულ დღეში.  IELTS შედეგები დარჩება ონლაინ 28 დღის განმავლობაში, მაგრამ ის არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც თქვენ მიერ ტესტის ჩაბარების ოფიციალური დასტური.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, თუ ჩააბარეთ IELTS UKVI ტესტი, შედეგებს ონლაინ ვერ შეამოწმებთ.

იმ შემთხვევაში, თუ დაკარგეთ თქვენი სერტიფიკატი ან დაგავიწყდათ თქვენი შედეგი, გთხოვთ, დაუკავშირდით თქვენს საგამოცდო ცენტრს. 

როდის მივიღებ ჩემს სერტიფიკატს / შედეგის ფურცელს?

ყველა კანდიდატს გადაეცემა IELTS გამოცდის შედეგის ფურცლის / სერთიფიკატის ერთი ასლი. მისი დაკარგვის შემთხვევაში კანდიდატზე დამატებითი ასლი არ გაიცემა.

თქვენ შეძლებთ თქვენი შედეგების ფურცლის / სერტიფიკატის გატანას ბრიტანეთის საბჭოს ოფისიდან (34 რუსთაველის გამზირი თბილისი, 0108 საქართველო) მე-13 კალენდარულ დღეს 13:00 საათიდან წერილობითი IELTS გამოცდის შემთხვევაში, ხოლო თუ  კომპიუტერული IELTS ტესტი ჩააბარეთ, გამოცდის ჩატარებიდან 3-5 კალენდარულ დღეში. გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი. თუ არ შეგიძლიათ თავად მობრძანდეთ ჩვენს ოფისში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით, რადგან გვაქვს სპეციალური პროცესი მესამე პირის მიერ თქვენი შედეგების ფურცლის / სერტიფიკატის გატანასთან დაკავშირებით.

თუ ცხოვრობთ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში ცხოვრობთ და ვერ მოახერხებთ თავად მობრძანდეთ შედეგების გასატანად, თქვენი სერტიფიკატის გამოგზავნა შეგვიძლია DHL ექსპრეს ფოსტის საშუალებით თქვენს მისამართზე წერილობითი IELTS გამოცდის ჩაბარებიდან მე-13 კალენდარულ დღეს ან კომპიუტერული IELTS ტესტის შემთხვევაში, გამოცდის ჩატარებიდან 3-5 კალენდარულ დღეში. ასეთ შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა დაფაროს საკურიერო მომსახურების საფასური, რაც დაახლოებით შეადგენს: თბილისი - 5 ლარი; საქართველო - 15 ლარი; ევროპა და აშშ - 140 ლარი.

IELTS შედეგებს ტელეფონით ან ელფოსტით არ გასცემენ.

ჩვენ გავაგზავნით თქვენს შედეგების ფურცელს / სერთიფიკატს პირდაპირ დაწესებულებებში, სადაც გააკეთეთ განაცხადი

საგანმანათლებლო ორგანიზაციებს ყოველთვის სჭირდებათ გამოცდის შედეგის დედანი და არა ასლი, საგამოცდო შედეგების ასლი არ მიიღება.

IELTS გამოცდის შედეგის ფურცლის /  სერტიფიკატის დამატებით 5 ასლი შეგვიძლია გავუგზავნოთ მიმღებ ორგანიზაციებს (მაგ., უნივერსიტეტებს, საემიგრაციო სააგენტოებს და სხვა). სერტიფიკატის დამატებითი ასლების მიმღებ ორგანიზაციებში გაგზავნის შემთხვევაში, სააპლიკაციო ფორმის შესაბამის გრაფაში უნდა მიუთითოთ ამ ორგანიზაციის სრული მისამართი. 

გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ სრული მისამართის მითითება. მისამართის გარეშე ვერ შევძლებთ შემოწმებას აქვს თუ არა მიმღებ ორგანიზაციას წვდომა IELTS შედეგების ვერიფიკაციის სერვისზე, რომელიც მას საშუალებას აძლევს შეამოწმოს თქვენი შედეგები მას შემდეგ რაც ჩვენ ავტვირტავთ მათ ელექტრონულად. იმ შემთხვევაში, თუ მათ აღნიშნულ სერვისზე წვდომა არ აქვთ, ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ თქვენი შედეგების ფურცლის / სერტიფიკატის დამატებითი ორიგინალი ფოსტით.

შემიძლია მივიღო ჩემი IELTS შედეგების დამატებითი ასლები?

თუ გსურთ, რომ ჩვენს მიერ უზრუნველყოფილი ხუთი ასლის გარდა კიდევ გავაგზავნოთ თქვენი სერტიფიკატის ასლი ორგანიზაციაში, რომელიც მას აღიარებს, თქვენ უნდა გადაიხადოთ კურიერის მომსახურების საფასური თითოეული ასლის გაგზავნისათვის საერთაშორისო მიმამრთულებით.

თუ თქვენი საგამოცდო ცენტრი დაიხურა, შეგიძლიათ შეუკვეთოთ დამატებითი სერტიფიკატი აქ: ielts.org

თქვენ უნდა მოგვაწოდოთ დაწესებულების მისამართი და შეავსოთ “განაცხადი დამატებითი სერტიფიკატისათვის”. განაცხადის ფორმას დაურთეთ თქვენი IELTS ტესტის შედეგის და პასპორტის ფოტოასლები და გამოგვიგზავნეთ კურიერის მეშვეობით შემდეგ მისამართზე:exams@ge.britishcouncil.org. შემდეგ, ჩვენ გავაგზავნით თქვენს სერტიფიკატს პირდაპირ დაწესებულებაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დამატებითი სერტიფიკატის მომზადებას სჭირდება დაახლოებით ათი სამუშაო დღე. 

IELTS შედეგების ინტერპრეტაცია?

კანდიდატი ფასდება 0-დან 9 ქულამდე გამოცდის თითოეულ ნაწილში, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ინგლუსრი ენის ცოდნის დონეს.

თქვენი სერტიფიკატი აჩვენებს ქულას თითოეული კომპონენტისთვის (მოსმენა, კითხვა, წერა და საუბარი) და ასევე ჯამურ ქულას. IELTS გამოცდა აფასებს ინგლისურის ცოდნას ნებისმიერ დონეზე. ტესტის თითოეულ კომპონენტში შეიძლება მიიღოთ სრული (მაგალითად 5.0, 6.0, 7.0)  ან ნახევარ  (მაგალითად 5.5, 6.5, 7.5) ქულიანი შეფასება.

შეიტყვეთ მეტი თუ რას ნიშნავს თქვენი ქულა.

IELTS გამოცდის შედეგის ფურცელი/ სერთიფიკატის ვადა

ორგანიზაციები, როგორც წესი, არ მიიღებენ თქვენი გამოცდის შედეგებს გამოცდის ჩაბარების დღიდან 2 წლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენ წარმოადგენთ იმის დასტურს, რომ ამ ხნის განმავლობაში შეინარჩუნეთ ან გააუმჯობესეთ თქვენი ინგლისური ენის ცოდის დონე. IELTS პარტნიორები ვერ დაადასტურებენ თქვენი შედეგის ვალიდურობას ორი წლის შემდეგ.

IELTS ტესტის შედეგების გადამოწმება?

იმ შემთხვევაში, თუ არ მიიღეთ თქვენთვის სასურველი ქულა, შეგიძლიათ მოითხოვოთ IELTS შედეგის გადამოწმება. შეგიძლიათ აირჩიოთ რომელი კომპონენტის გასაჩივრება გსურთ და განაცხადი უნდა გააკეთოთ იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც გამოცდა ჩააბარეთ.

IELTS შედეგის გადამოწმების სერვისი ფასიანია. ქულის მომატების შემთხვევაში კანდიდატს სრულად უბრუნდება სერვისის საფასური.

გასაჩივრეა შეგიძლიათ გამოცდის ჩაბარებიდან არაუგვიანეს ექვსი კვირისა.

გასაჩივრების პროცესი შეიძლება ოთხ კვირამდე გაგრძელდეს.

 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

შესაძლებელია თუ არა IELTS ტესტის გადაბარება?

IELTS-ის ხელახლა ჩაბარების არანაირი აკრძალვა არ არსებობს. შეგიძლიათ დაჯავშნოთ ტესტი, როგორც კი იგრძნობთ, რომ მზად ხართ ამისთვის.

გაითვალისწინეთ, გამოცდის გადაბარებამდე დამატებითი მომზადების გარეშე თქვენი ქულა შესაძლოა არ შეიცვალოს. ეწვიეთ მოემზადეთ IELTS ტესტისთვის განყოფილებას, გაიარეთ საცდელი ტესტი და შეაფასეთ თქვენი ცოდნის დონე.