
ვისწავლოთ ტიმთან ერთად (Time with Timmy) (ასაკი: 3-6 წელი)
ითამაშეთ 3 სახალისო თამაში და ისწავლეთ 60-ზე მეტი ახალი სიტყვა რიცხვების, ფერების და საკლასო სათამაშოების გამოყენებით ტელესერიალის „ტიმი თაიმის“ გმირებთან ერთად.
ითამაშეთ 3 სახალისო თამაში და ისწავლეთ 60-ზე მეტი ახალი სიტყვა რიცხვების, ფერების და საკლასო სათამაშოების გამოყენებით ტელესერიალის „ტიმი თაიმის“ გმირებთან ერთად.
გააუმჯობესეთ თქვენი შვილის მოსმენის, გააზრების და მოტორიკის უნარები ამ სახალისო და ინტერაქტიული აპლიკაციის დახმარებით.
მიანიჭეთ თქვენს შვილს კონკურენტული უპირატესობა კითხვასა და სიტყვების სწორად მართლწერაში ინტერაქტიული აპლიკაციის დახმარებით, რომლის მთავარი გმირები კოსმოსური ჯაშუშები სემი და პემი არიან.
ჩვენს ბიბლიოთეკაში უამრავი ანიმაციური მოთხრობა და სიმღერაა. შეურჩიეთ თქვენს შვილს რომელიმე მათგანი - მაგ. „ფლორენს ნაიტინგეილი“ ან „წითელქუდა“, რაც მას ინგლისურად საუბრის და მოსმენის უნარებს განუვითარებს.
აჯობეთ დროს და უპასუხეთ მაქსიმალურად ბევრ შეკითხვას გრამატიკის, ლექსიკის და სწორი მართლწერის სფეროებიდან 60 წამის განმავლობაში.
ივარჯიშეთ სპორტთან დაკავშირებული სიტყვების პოვნასა და სწორ მართლწერაში დასურათებული სპორტული სცენის მეშვეობით. ისწავლეთ ასობით ახალი სიტყვა.