ბედნიერი ბავშვები ყველაზე კარგად სწავლობენ! შემოუერთდით ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის კურსს 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და დაეხმარეთ თქვენს შვილს ისწავლოს ინგლისური ენა თამაშების, სიმღერებისა და სახალისო აქტივობების მეშვეობით „Timmy Time“-ის საყვარელ პერსონაჟებთან ერთად. უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში თქვენი პატარა ჩაერთვება მხიარულ აქტივობებში, რომლებიც მისი სწავლის პროცესს ნამდვილ დღესასწაულად აქცევს. ჩვენთან სწავლით:

  • გაუღვივებთ სწავლის სიყვარულს თამაშებით, სიმღერებითა და მხიარული აქტივობებით.
  • შეიძეს ახალ მეგობრებს  ტიმისთან ერთად.
  • შეიძენს თავდაჯერებულობას, იქნება რა უსაფრთხო და ინკლუზიურ სივრცეში.
  • ისწავლის საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად ასაკზე მორგებული მხიარული და პერსონალიზებული აქტივობებით.
  • ერთად იზეიმებთ თითოეული წარმატებას შემოგთავაზებთ რა სიახლეებსა და სახლში გამოსაყენებელ საინტერესო რესურსებს.

 კურსის მიმოხილვა

კურსის ხანგრძლივობა:

32 კვირა/96 საათი

გადასახადი იყოფა 

ორ, სამ ან ოთხ ნაწილად

კურსის საფასურის შემოტანის განრიგი შეთანხმდება მომხმარებელთა მომსახურების გუნდთან

 

 

თითოეული შენატანი 4 ნაწილად გაყოფის შემთხვევაში: 650 ლარამდე

 

აკადემიური წელი: 

2025 წლის 6 ოქტომბრიდან 2026 წლის 30 ივნისამდე

 

     

სწავლის სრული საფასური აკადემიური წლის განმავლობაში 2600 ლარია.

სწავლის საფასურის კურსზე დარეგისტრირებისთანავე სრულად დაფარვის შემთხვევაში ფასდაკლება - 5% (130 ლარი).

ოჯახის წევრზე ფასდაკლება – 5% (130 ლარი) აკადემიური წლის სრულ საფასურზე
მოქმედებს ოჯახის მეორე, მესამე ან მეტ წევრზე. ფასდაკლებული თანხა (130 ლარი) გამოიქვითება ბოლო გადახდიდან.

სპეციალური ფასდაკლება ჩვენი სასწავლო ცენტრის მოსწავლეებისთვის  – 10% (260 ლარი)
მოქმედებს 2024-25 აკადემიური წლის ან 2025 წლის ზაფხულის კურსის მოსწავლეებისთვის. ფასდაკლებული თანხა (260 ლარი) გამოიქვითება ბოლო გადახდიდან.

ადრეული რეგისტრაციის ფასდაკლება - 5% (130 ლარი)

მოქმედებს 2026 წლის 1 ივლისამდე კურსზე დარეგისტირების შემთხვევაში. ფასდაკლებული თანხა (130 ლარი) გამოიქვითება ბოლო გადახდიდან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: 
ერთ მოსწავლეზე შესაძლებელია გავრცელდეს ზემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე ფასდაკლება, არაუმეტეს სრული თანხის 20%-ისა.

როგორ ისწავლის თქვენი შვილი

თამაშით და სახალისო აქტივობებით

3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები ინგლისურს ყველაზე ეფექტურად თამაშზე დაფუძნებული აქტივობებით, სიმღერებითა და გასართობი სავარჯიშოებით სწავლობენ. ჩვენი გამოცდილი პედაგოგებისა და ტიმის პერსონაჟის დახმარებით, თქვენი შვილი ინგლისური ენისა და აღმოჩენების ფერად სამყაროში გადაეშვება. სიმღერები და თამაშები ბავშვებს ბედნიერებას ანიჭებს,  ბედნიერი ბავშვები კი საუკეთესო შედეგს აღწევენ.

სწავლა მხიარულებაა „Timmy Time“-ის გმირებთან ერთად

საბავშვო ანიმაციური სერიალის „Timmy Time“-ის საყვარელი პერსონაჟები ჩვენი ადრეული ასაკის კურსის მთავარი გმირები არიან. ოსკაროსან ბრიტანულ ანიმაციურ სტუდია Aardman-თან თანამშრომლობით შემუშავებული პროგრამა ბუნებრივად არის შერჩეული ტიმის თავგადასავლებთან კავშირში.

თავდაჯერებულობის ამაღლებით

ასეთ ადრეულ ასაკში ბავშვები ენას ინსტინქტურად ითვისებენ. უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოში, თამაშსა და მეგობრობაზე ფოკუსირებით, თქვენი შვილის თავდაჯერებულობა ინგლისურის გამოყენებისას ბუნებრივად გაიზრდება. და ეს სწავლისადმი მთელი ცხოვრების მანძილზე სიყვარულის დასაწყისია.

ინდვიდუალური მიდგომით

ჩვენი ექსპერტები ყურადღებით მოეკიდებიან თქვენი შვილის ინდივიდუალურ ხასიათსა და ენობრივ უნარებს, რათა მან საკუთარი კომფორტული ტემპით მიაღწიოს პროგრესს. ერთად იზეიმეთ თითოეული წინსვლა შემოთავაზებული სიახლეებითა და საშინაო აქტივობებით, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, თქვენც გახდეთ ამ თავგადასავლის ნაწილი.