ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ ენის სწავლება ყველაზე ეფექტურია, როდესაც მოსწავლეები სწავლის პროცესისგან სიამოვნებას იღებენ და მონაწილეობენ საკლასო მუშაობაში. ჩვენ აგრეთვე ვიცით, რომ ბავშვები საუკეთესოდ სწავლობენ მაშინ, როდესაც მშობლები დაინტერესებულნი და ჩართულნი არიან მათი სწავლის პროცესში.
ინფორმაცია მშობლისთვის
- ზაფხულის კურსები ბავშვებისა და მოზარდებისთვის
- Learning Time with Timmy 4-5 წლის ბავშვებისთვის
- Primary Plus ინგლისური ენის გაკვეთილები 6–10 წლის ბავშვებისთვის
- Secondary Plus ინგლისური 11–17 წლის მოზარდებისთვის
- Secondary Plus Online 11-17 წლის მოზარდებისთვის
- მშობელთა ცენტრი
- აპლიკაციები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის
- ინფორმაცია მშობლისთვის
როგორ ვასწავლით
ჩვენ:
- ვასწავლით თქვენს შვილს იმავე ასაკის და ცოდნის დონის ბავშვებთან ერთად
- ვიყენებთ მრავალფეროვან მასალებს, რათა აქტიურად ჩავრთოთ თქვენი შვილი სწავლის პროცესში - სასწავლო წიგნების, თამაშების და სხვადასხვა საინტერესო პროექტების და აქტივობების გზით
- ვეხმარებით თქვენს შვილს, სხვადასხვა კუთხით გამოიყენოს ენა სწავლის პროცესში თანატოლებთან საუბრის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ვარჯიშის შედეგად, რაც მას აუმაღლებს თავდაჯერებულობას და სკოლაში აკადემიური მოსწრების დონეს
- ვასრულებთ სხვადასხვა საქმიანობას თითოეულ გაკვეთილზე, რაც ხელს უწყობს ბავშვებს, აქტიურად იყვნენ ჩართული და ფოკუსირებული სწავლის პროცესზე. სხვადასხვა ბავშვი განსხვავებულად სწავლობს - ზოგი ვიზუალური დაკვირვებით, ზოგი მოსმენით, ზოგი მოძრაობით; ამდენად ჩვენ პროცესში ვრთავთ ყველა შესაძლო აქტივობას, რათა უკლებლივ ყველა ბავშვმა კარგად ისწავლოს.
პროგრესი და შეფასება
ჩვენ:
- ვახორციელებთ თქვენი შვილის სწავლის პროგრესის მონიტორინგს რეგულარული შეფასების (უნარ-ჩვევები, ჩართულობა) და მინი-ტესტების (ენის ცოდნა) ჩატარების გზით და ხელს ვუწყობთ ბავშვებს, თავად იმუშაონ საკუთარ განვითარებაზე. თითოეული კურსის ბოლოს მოსწავლეები იღებენ კურსის შემაჯამებელ სერთიფიკატს.
გირჩევთ:
- გაესაუბროთ თქვენი შვილის მასწავლებელს, თუ გაგიჩნდათ კითხვები თქვენი შვილის სწავლის პროგრესთან ან ჩართულობასთან დაკავშირებით.
საშინაო დავალება
ჩვენ:
- მივცემთ თქვენს შვილს რეგულარულ საშინაო დავალებას, რათა განვამტკიცოთ მის მიერ კლასში შესწავლილი მასალა
- შევამოწმებთ საშინაო დავალებას ყოველ გაკვეთილზე.
გირჩევთ:
- დარწმუნდეთ, რომ თქვენი შვილი ნამდვილად ასრულებს საშინაო დავალებას მომდევნო გაკვეთილამდე.
- წერილობით აღნიშნოთ, რომ რეგულარულად ამოწმებთ თქვენი შვილის მიერ საშინაო დავალების შესრულებას.
თითოეული ბავშვის კმაყოფილება და კომფორტი - ჩვენი ქცევის პოლიტიკაა
ჩვენი წესები:
- მიჰყევით ინსტრუქციებს.
- მოუსმინეთ მასწავლებლებს, პერსონალს და სხვა მოსწავლეებს.
- აცალეთ თანატოლებს, მონაწილეობა მიიღონ საკლასო საქმიანობებში.
- იზრუნეთ ერთმანეთის და გარემოს დაცულობაზე.
ჩვენ:
- ვასწავლით ბავშვებს, რომ ბრიტანეთის საბჭოს კარი ყველასთვის ღიაა და ყოველი ადამიანი მნიშვნელოვანია
- ვასწავლით ბავშვებს კარგი ქცევის წესებს საკლასო ოთახში
- იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შვილი დაარღვევს ქცევის წესებს, გავესაუბრებით და ავუხსნით, თუ რატომ არის მსგავსი ქცევა პრობლემა. თუ თქვენი შვილის ქცევა არ გამოსწორდება, ჩვენ თქვენ გაგესაუბრებით აღნიშნულის შესახებ. თუ ქცევა ამ შემთხვევაშიც არ გამოსწორდება, შეიძლება გთხოვოთ, რომ შეწყვიტოთ თქვენი შვილის ტარება გაკვეთილებზე.
- თქვენი შვილის ქცევას განვიხილავთ მხოლოდ თქვენთან (და არა სხვა მშობლებთან).
გირჩევთ:
- ითანამშრომლოთ ჩვენთან, რათა დაეხმაროთ თქვენს შვილს, დაიცვას წესები.
თქვენი ბავშვის დაცულობა - ჩვენი ბავშვთა დაცვის პოლიტიკაა
ჩვენ:
- ვიზრუნებთ თქვენი შვილის დაცულობაზე მის ჩვენთან ყოფნისას
- გავუშვებთ მას შინ მარტო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთან შეთანხმებულია
- გავუშვებთ მას შინ სხვების თანხლებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთან შეთანხმებულია
- დაუყოვნებლივ დაგიკავშირდებით, თუ თქვენი შვილი რამეს დაიზიანებს.
გირჩევთ:
- დროულად მოიყვანოთ თქვენი შვილი და მოაკითხოთ მას გაკვეთილის დასრულებისას
- გაგვაგებინოთ, თუ თქვენი შვილი გააცდენს ერთ ან რამდენიმე გაკვეთილს.
- წერილობით დაგვიდასტუროთ, რომ გაეცანით მოსწავლის სახლში წასვლის/ წაყვანის პროცედურებს.
გაცდენების დაფიქსირება - ჩვენი დასწრების პოლიტიკაა
ჩვენ:
- საქმის კურსში ჩაგაყენებთ თქვენი შვილის მიერ ერთი გაკვეთილის გაცდენის შესახებ
გირჩევთ:
- გაგვაგებინოთ, თუ თქვენი შვილი ვერ დაესწრება ერთ ან რამდენიმე გაკვეთილს.გაგვაგებინოთ, თუ თქვენი შვილი ვერ დაესწრება ერთ ან რამდენიმე გაკვეთილს.
- ზაფხულის კურსები ბავშვებისა და მოზარდებისთვის
- Learning Time with Timmy 4-5 წლის ბავშვებისთვის
- Primary Plus ინგლისური ენის გაკვეთილები 6–10 წლის ბავშვებისთვის
- Secondary Plus ინგლისური 11–17 წლის მოზარდებისთვის
- Secondary Plus Online 11-17 წლის მოზარდებისთვის
- მშობელთა ცენტრი
- აპლიკაციები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის
- ინფორმაცია მშობლისთვის