ისწავლეთ ინგლისური და შეიქმენით ნათელი მომავალი

Secondary Plus Online არის ინგლისური ენის ექსპერტთა გუნდის მიერ შემუშავებული კურსი, რომელიც დაგეხმარებათ თავდაჯერებულობის ამაღლებასა და თქვენიშესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კურსი იყოს არა მარტო სასიამოვნო სასწავლოგამოცდილება, არამედ მოსწავლემ მიიღოს მაქსიმალური შედეგი.

კურსი მოიცავს:  

ონლაინ გაკვეთილებს პროფესიონალ მასწავლებელთან

ინტერაქტიულ დამოუკიდებელ სწავლებასრომელიც ითვალისწინებს მასალის განმეორებასა და მომდევნო გაკვეთილისთვის მომზადებას 

ეს ყველაფერი უსაფრთხო, მარტივად გამოყენებად პლატფორმაზე - Learning hub.

სიახლე! კმოგვიანებით შემოერთებული მოსწავლეებისთვის კურსის საერთო საფასური დაიანგარიშება მეცადინეობის დაწყების დღის პროპორციულად.

 კურსის მიმოხილვა

კურსის ხანგრძლივობა:

32 კვირა/96 საათი

გადასახადი იყოფა 

ორ, სამ ან ოთხ ნაწილად

კურსის საფასურის შემოტანის განრიგი შეთანხმდება მომხმარებელთა მომსახურების გუნდთან

 

თითოეული შენატანი 4 ნაწილად გაყოფის შემთხვევაში: 650 ლარამდე

 

აკადემიური წელი: 

2025 წლის 6 ოქტომბრიდან 2026 წლის 30 ივნისამდე

 

სწავლის სრული საფასური აკადემიური წლის განმავლობაში 2600 ლარია.

სწავლის საფასურის კურსზე დარეგისტრირებისთანავე სრულად დაფარვის შემთხვევაში ფასდაკლება - 5% (130 ლარი).

ოჯახის წევრზე ფასდაკლება – 5% (130 ლარი) აკადემიური წლის სრულ საფასურზე
მოქმედებს ოჯახის მეორე, მესამე ან მეტ წევრზე. ფასდაკლებული თანხა (130 ლარი) გამოიქვითება ბოლო გადახდიდან.

სპეციალური ფასდაკლება ჩვენი სასწავლო ცენტრის მოსწავლეებისთვის  – 10% (260 ლარი)
მოქმედებს 2024-25 აკადემიური წლის ან 2025 წლის ზაფხულის კურსის მოსწავლეებისთვის. ფასდაკლებული თანხა (260 ლარი) გამოიქვითება ბოლო გადახდიდან.

ადრეული რეგისტრაციის ფასდაკლება - 5% (130 ლარი)

მოქმედებს 2026 წლის 1 ივლისამდე კურსზე დარეგისტირების შემთხვევაში. ფასდაკლებული თანხა (130 ლარი) გამოიქვითება ბოლო გადახდიდან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: 
ერთ მოსწავლეზე შესაძლებელია გავრცელდეს ზემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე ფასდაკლება, არაუმეტეს სრული თანხის 20%-ისა.

ჩვენი შემოთავაზება

სასაუბრო გაკვეთილები ექსპერტ მასწავლებლებთან ერთად

გაკვეთილის დროს თქვენ შეძლებთ:

  • ისაუბროთ ინგლისურად და დახვეწოთ თქვენი გამოთქმა მასწავლებელთან და თანაკლასელებთან ერთად
  • განივითაროთ კომუნიკაციური უნარები წყვილებად და ჯგუფებში პროექტებზე მუშაობის დროს
  • შექმნათ პროექტი, პრეზენტაციის ან ბლოგის სახით თითოეული სასწავლო მოდულის ბოლოს
  • განივითაროთ უნარები, რომელებიც სკოლისა თუ საერთაშორისო უნივერსიტეტების გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაგეხმარებათ
  • ისაუბროთ ისეთ ცხოვრებისეულ თემებზე, როგორიც არის ხელოვნური ინტელექტი, თამაშები, სხვადასხვა ქვეყნის სამზარეული, კლიმატის ცვლილებადა ა.შ

განივითარეთ ცხოვრებისეული უნარები გლობალური სამყაროსთვის

ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი დაგეხმარებათ გახდეთ საკუთარ თავში დარწმუნებული, დამოუკიდებელი გლობალური მოქალაქე.

  • თქვენ იმუშავებთ სხვადასხვა სახის პრაქტიკულ და რთულ დავალებებსა და პროექტებზე, რომელებიც ხელს უწყობს თვითგამოხატვისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.
  • თანაკლასელებთან გუნდურ დავალებებზე მუშაობის გზით, თქვენ განივითარებთ ურთიერთთანამშრომლობისა და ლიდერის უნარებს.

Learning hub პლატფორმა დაგეხმარებათ მიაღწიოთ უფრო მეტ პროგრესს 

იმისათვის, რომ თითოეული გაკვეთილისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ,  მასწავლებელი Learning hub პლატფორმაზე ინტერაქტიულ, დამოუკიდებელ სავარჯიშოებს ჩაგინიშნავთ, რომელიც გაკვეთილამდე და გაკვეთილის შემდგომ უნდა შეასრულოთ. ეს დაგემხმარებათ უკეთმოემზადოთდა იყოთმეტად ფოკუსირებული სასწავლო პროცესსზე.

  • ყველა სტუდენტს თავისი ინდივიდუალური სწავლების ტემპიაქვს, შესაბამისად  დამოუკიდებლად მუშაობა დაეხმარებათ ინგლისურად საუბრისას თავდაჯერების ამაღლებასადა მომდევნო აკადემიურ გეგმებისთვის უკეთ მომზადებაში
  • ჩვენი დავალებები სპეციალურად შექმნილია კითხვის, წერისა და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად
  • თქვენ გამოიყენებთ თანამედროვე მასალებს, სტატიებს, მუსიკალური პოდკასტებს და სპორტულ ვლოგებს იმისათვის, რომ გაიუმჯობესოთ გრამატიკისადა ლექსიკის ცოდნა
  • პერსონალური Dashboard-ი დაგეხმარებათ იმუშაოთ თქვენს პროექტებზე და თვალყური ადევნოთ საკუთარპროგრესს.

 სანდო, უსაფრთხო და ინკლუზიურ სასწავლო გარემოში

ჩვენი გთავაზობთ უსაფრთო ონლაინ სასწავლო გარემოს

  • ჩვენთ ერთად ვაჯგუფებთ  ინგლისური ენის ერთსა და იმავე დონეზე მყოფ ერთი ასაკის მოსწავლეებს
  • თქვენი მასწავლებელი მოგცემთ უამრავ შესაძლებლობას, ღიად გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები, რაც თავდაჯერებულობას შეგძენთ ინგლისურ ენაზე საუბრის დროს
  • ჩვენთვის პრიოროტეტია თქვენი კეთილდღეობა და მიღებული გვაქვს ყველა საჭირო ზომა იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენ ხართ უსაფრთხოდ და თქვენი პირადი მონაცემები დაცულია.

ტექნიკური მოთხოვნები

Learning hub პლატფორმასთან დაკავშირება შეგიძლიათ კომპიუტერით, ლეპტოპით ან ტაბლეტით. ჩვენ არ გირჩევთ მობილური ტელეფონის გამოყენებას, რადგან გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს ყველა სტუდენტს აქვს სწავლების ხარისხიანი გამოცდილება.

ასევე დაგჭირდებათ ინტერნეტის კარგი კავშირი.