Primary English - ინგლისური ენა  6 –10 წლის ბავშვებისთვის ინგლისური ენის შესწავლისა და თავდაჯერებულობის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა. მათი ინტერესებისა და სახალისო, ინტერაქტიული გაკვეთილების დახმარებით Primary English კურსი საშუალებას მისცემს თქვენს შვილს ინგლისურად ისაუბროს თავისუფლად და სიამოვნებით. კურსის მიმდინარეობისას მოსწავლეები

  • აქტიურად ჩაებმებიან პრაქტიკულ მეცადინეობებში, რეალურ ცხოვრებაში გამოსაყენებელ თემებსა და ცოცხალ ჯგუფურ პროექტებში.
  • შეიძენენ მეგობრებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან - ივარჯიშებენ რა მათთან ერთად ინგლისურ ენაზე საუბარში.
  • განივითარებენ გუნდურობის, პრობლემების გადაჭრისა და კომუნიკაციის უნარებს, რომლებიც მთელი ცხოვრება გამოადგებათ.
  • მიიღებენ ინდივიდუალურ მხარდაჭერას პედაგოგისგან.
  • მშობლებს კი შეგეძლებათ თვალი ადევნოთ სასწავლო პროცესს ონლაინ სასწავლო პლატფორმისა (Learning Hub) და საშინაო დავალებების მეშვეობით.

 კურსის მიმოხილვა

კურსის ხანგრძლივობა:

32 კვირა/96 საათი

გგადასახადი იყოფა 

ორ, სამ ან ოთხ ნაწილად

კურსის საფასურის შემოტანის განრიგი შეთანხმდება მომხმარებელთა მომსახურების გუნდთან

აკადემიური წელი: 

თითოეული შენატანი 4 ნაწილად გაყოფის შემთხვევაში: 650 ლარამდე

 

აკადემიური წელი: 

2025 წლის 6 ოქტომბრიდან 2026 წლის 30 ივნისამდე

 

სწავლის სრული საფასური აკადემიური წლის განმავლობაში 2600 ლარია.

სწავლის საფასურის კურსზე დარეგისტრირებისთანავე სრულად დაფარვის შემთხვევაში ფასდაკლება - 5% (130 ლარი).

ოჯახის წევრზე ფასდაკლება – 5% (130 ლარი) აკადემიური წლის სრულ საფასურზე
მოქმედებს ოჯახის მეორე, მესამე ან მეტ წევრზე. ფასდაკლებული თანხა (130 ლარი) გამოიქვითება ბოლო გადახდიდან.

სპეციალური ფასდაკლება ჩვენი სასწავლო ცენტრის მოსწავლეებისთვის  – 10% (260 ლარი)
მოქმედებს 2024-25 აკადემიური წლის ან 2025 წლის ზაფხულის კურსის მოსწავლეებისთვის. ფასდაკლებული თანხა (260 ლარი) გამოიქვითება ბოლო გადახდიდან.

ადრეული რეგისტრაციის ფასდაკლება - 5% (130 ლარი) 

მოქმედებს 2026 წლის 1 ივლისამდე კურსზე დარეგისტირების შემთხვევაში. ფასდაკლებული თანხა (130 ლარი) გამოიქვითება ბოლო გადახდიდან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: 
ერთ მოსწავლეზე შესაძლებელია გავრცელდეს ზემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე ფასდაკლება, არაუმეტეს სრული თანხის 20%-ისა.

როგორ ისწავლის თქვენი შვილი

მისი ცნობისმოყვარეობა თავდაჯერებულობად იქცევა

ბავშვების ინტერესებისა და საყვარელი საგნების რეალურ თემებთან და მხიარულ გამოწვევებთან შეხამებით, Primary English ბავშვებს განსაკუთრებულ სიხალისეს მატებს და ისინი სიამოვნებით ერთვებიან ჯგუფურ პროექტებში. თვალი ადევნეთ, როგორ იზრდება მათი თავდაჯერებულობა თანაკლასელებთან ერთად ყოველი წარმატების აღნიშვნისას.

ივარჯიშებს ინგლისურ ენაზე საუბარში ბრიტანეთის საბჭოს მოსწავლეებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

თავად დარწმუნდით როგორ ფართოვდება თქვენი შვილის თვალსაწიერი, როდესაც ის სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელ მოსწავლეებს უკავშირდება. ბრიტანეთის საბჭოს სხვა ცენტრების მოსწავლეებთან ერთად ინგლისურ ენაზე საუბრით, თქვენი შვილი თავს გლობალური სამყაროს ნაწილად იგრძნობს.

განივითარებს უნარებს, რომლებიც მთელი ცხოვრება გამოადგება

თქვენი შვილი ჩაერთვება მხიარულ, აქტიურ გაკვეთილებსა და პროექტებში, რომლებსაც ჩვენი გამოცდილი პედაგოგები უძღვებიან. ახალ მეგობრებთან ერთად მუშაობით, სასიამოვნო საკლასო გარემოში ბავშვი განივითარებს ინგლისურ ენაზე თავდაჯერებულად კომუნიკაციის, გუნდურად მუშაობის და პრობლემების გადაჭრის უნარებს.

ექნება ინდივიდუალური ყურადღება და მხარდაჭერა

Primary English მთლიანად თქვენი შვილის საჭიროებებზეა მორგებული. გამოცდილი პედაგოგების ხელმძღვანელობით, იგი  ჩაერთვება მისი ინგლისურის ცოდნის დონის შესაბამისად ადაპტირებულ პროექტებში. ჯგუფებში მოსწავლეთა რაოდენობა ითვალისწინებს როგორც პედაგოგის ინდივიდუალურ ყურადღებას, ისე ჯგუფურში ეფექტურ ჩართულობას.

მშობელთა მხარდაჭერა

თვალი ადევნეთ თქვენი შვილის პროგრესს ონლაინ ონლაინ პლატფორსმის ( Learning Hub) მეშვეობით

ჩვენი პედაგოგები მზად არიან დაგეხმარონ. ჩვენი სასწავლო ჰაბის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ თქვენი შვილის სასწავლო მოგზაურობაში: შინ ყოფნისას ერთად შეასრულოთ ინტერაქტიული დავალებები და თავად სიამაყით გაეცნოთ მათ მიერ გაწეულ შრომას.