რას ნახავთ სასწავლო ჰაბზე
- ინგლისური ენის სავარჯიშო საშუალებებს
- კლასში ათვისებული მასალის განსამტკიცებელ აქტივობებს
- გაკვეთილამდე და გაკვეთილის შემდგომ დავალებებს (Secondary Plus) და (Primary Plus) 3- 6- დონეებზე
- ინტერაქტიულ თამაშებს და აქტივობებს (Primary Plus) 1 -2 დონეებზე
- პროგრესის მაჩვენებელს , რითაც მოსწავლეები შეძლებენ მათი ინგლისური უნარების გაუმჯობესებაზე დაკვირვებას
გაიგეთ მეტი სასწავლო ჰაბზე ამ ვიდეოების გამოყენებით
დავიწყოთ სასწავლო ჰაბით: შეიტყვეთ მეტი ჰაბის ისეთი ძირითადი ასპექტების შესახებ, როგორიცაა შესვლა, მომხმარებლის სახელის შექმნა, სასწავლო რესურსების პოვნა და თქვენი გამოცდილებიდან მაქსიმალური შედეგის მიღება.
სასწავლო ჰაბი 6–10 წლის ბავშვებისთვის: Primary Plus (დონეები 1–2) აქ წარმოდგენილია თქვენი შვილის სასწავლო აქტივობების მიმოხილვა და მითითებები იმის თაობაზე, თუ როგორ შეძლებთ მათი პროგრესის თვალ-ყურის დევნებას.
სასწავლო ჰაბი 6–10 წლის ბავშვებისთვის Primary Plus დონეები 3–6: გადახედეთ 3–6 დონის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ რესურსებს და ნახეთ თუ როგორ უნდა ადევნოთ თვალყური მათ წინსვლას.
სასწავლო ჰაბი 11-17 წლის მოზარდებისთვის Secondary Plus: იხილეთ, როგორ მუშაობს 11-17 წლის მოსწავლეების Secondary Plus სასწავლო ჰაბი და როგორ ხდება მის ფარგლებში მოსწავლეების ენის უნარების გაუმჯობესება.
ყველა სასწავლო ჰაბი მოიცავს შემდეგ ეფექტურ საშუალებებს
- ავთენტურ შინაარს თითოეული Primary Plus ჟურნალიდან
- პროგრესის შესამოწმებელს მოსწავლეებისა და მშობლებისთვის
- განხილვის გვერდს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ თქვენი შვილის მიერ გაკვეთილზე შესრულებული სავარჯიშოები და საშინაო დავალებები. ჩვენი განხილვის გვერდი ბავშვებისთვის კითხვების დასასმელ უსაფრთხო ონლაინ სივრცეს წარმოადგენს. (პირადი ხასიათის კითხვებისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ მომხამარებელთა მომსახურების გუნდს ელფოსტის საშუალებით.)
ნახეთ, როგორ ეხმარება სასწავლო ჰაბი თქვენს შვილს
ინგლისური ენა 6–10 წლის ბავშვებისთვის Primary Plus (1–2 დონეები) | ინგლისური ენა 6–10 წლის ბავშვებისთვის Primary Plus (3–6 დონეები) |
იგი შედგება ხუთი ნაწილისგან, მათ შორის ინტერაქტიული თამაშები გამეორებისათვის, სიმღერები და ვიდეოები | თითოეული ჟურნალი შეიცავს სამუშაო ხუთ-ექვს ნაწილს, მათ შორის გრამატიკას, ლექსიკას, კითხვას, წერასა და მოსმენას. აღნიშნული საშუალებების გაკვეთილზე სასაუბრო კომუნიკაციისთვის გამოყენება ხელს შეუწყობს თქვენი შვილის ენობრივი უნარების გაუმჯობესებას. |
ასავე თანდართულია ენის აღქმის გასაუმჯობესებელი ბევრი სახალისო ბმული | ყველა ნაწილს მოსდევს შესასრულებელი დავალება ან პროექტი. ზოგიერთი მათგანი მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს გაკვეთილზე როგორც დავალება, ხოლო ნაწილი ონლაინ ფორმით სრულდება და მასწავლებლი აფასებს მას. |
ნახეთ, როგორ ეხმარება სასწავლო ჰაბი თქვენს შვილს
ინგლისური 11-13 წლის მოზარდებისთვის Secondary Plus და 14-17 მოზარდებისთვის Upper Secondary Plus |
თითოეული ჟურნალი შედგება ხუთი სავარჯიშო ნაწილისგან, მათ შორის არის გრამატიკა, ლექსიკა, კითხვა, წერა და მოსმენა. გაკვეთილზე ხდება სასაუბრის უნარ-ჩვევების დახვეწა. |
ყველა ნაწილს მოსდევს შესასრულებელი დავალება ან პროექტი. ზოგიერთი მათგანი მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს გაკვეთილზე როგორც დავალება, ხოლო ნაწილი ონლაინ ფორმით სრულდება და მასწავლებლი აფასებს მას. |
ტექნიკური მოთხოვნები
- შედით ჩვენს სასწავლო ჰაბზე კომპიუტერის, ლეპტოპის ან პლანშეტის საშუალებით.
- თქვენ ასევე დაგჭირდებათ ინტერნეტთან ან Wi-Fi-სთან სტაბილური კავშირი.