დაარეგისტრირეთ თქვენი შვილი ზაფხულის კურსზე 3 მაისამდე და მიიღეთ 5%-იანი ფასდაკლება.

ზაფხული არასოდეს არის  მოსაწყენი ბრიტანეთის საბჭოს ზაფხულის კურსებზე 6-10 წლის ბავშვებისთვის. მობრძანდით და შეისწავლეთ სამყარო. შემოუერთდით ჩვენს მოქნილ ერთკვირიან კურსებს უსაფრთხო და მხიარულ ინგლისურენოვან გარემოში!

თქვენ შეისწავლით სამყაროს, ჩვენს ირგვლივ არსებულ ბუნებრივ გარემოს და ჩვენს გავლენას მასზე, შეიტყობთ უამრავ საინტერესო ფაქტს ცხოველებზე, სხეულსა და ჯანსაღ ცხოვრებაზე. ცნობილი ლეგენდების საშუალებით გაიგებთ მითიური არსებებისა და ძლევამოსილი მეომრების შესახებ. რას ელოდებით? ზაფხულის გართობა  ახლა იწყება!

პროგრამა შედგება ერთკვირიანი ცალკეული მოდულებისგან. თითოეული მოდული (თითოეული კვირა) მოიცავს ინგლისური ენის 20 საათიან გაკვეთილებს. თითოეული დღე დაყოფილია ორსაათიან გაკვეთილად  და ორსაათიან დამატებითი აქტივობების სესიად (როგორიცაა პროექტები და თამაშები). გაკვეთილები შექმნილია ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით  და ეფუძნება პროექტებს.

  • მოუსმენს მოთხრობებს და გაეცნობა შესაბამის თემებს
  • შეისწავლის აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ ახალ სიტყვებს, ლექსიკას
  • ისწავლის აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ სიმღერებს
  • ჩაერთვება სხვადასხვა პროექტებში

საზაფხულო კურსების მიმდინარეობის

სრული პერიოდი

2026 წლის 29 ივნისიდან 24 ივლისის ჩათვლით, 4 თემატურად განსხვავებული კვირა: 29 ივნისი - 3 ივლისი; 6-10 ივლისი; 13-17 ივლისი, 20-24 ივლისი.

ასაკი

6-10 წლის

დონე

Primary დამწყები, Primary Plus A და Primary Plus B

ხანგრძლივობა

1 კვრია: 20 საათი დათმობილი ინგლისური ენისთვის

ერთკვირიანი კურსის საფასური

420 ლარი 4 საათი დღეში*

ფასდაკლებები:

  • 5% ფასდაკლება 2026 წლის 3 მაისამდე გადახდის შემთხვევაში
  • 15% ფასდაკლება ზაფხულის კურსიდან კურსზე გადარეგისტირებისას
  • 10% ფასდაკლება ჩვენი სასწავლო ცენტრის 2025-26 აკადემიური წლის მოსწავლეებისთვის

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ფასდაკლებები არ ჯამდება

ადგილმდებარეობა

ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრი, ტარას შევჩენკოს ქ. N 1, ან რუსთაველის გამზ. 34, თბილისი.

კვირა Primary დამწყები Primary Plus A და Primary Plus B

კვირა 1

29 ივნისი - 3 ივლისი

ყველაფერი ჩემს შესახებ კოსმოსის მკვლევარი

კვირა 2

6-10 ივლისი

ჩემი პიკნიკი უცნაური ბუნება

კვირა 3

13.17 ივლისი

წავიდეთ ფერმაში გასაოცარი ცხოველები

კვირა 4

20-24 ივლისი

ჩემი თოჯინა ადამიანის სხეულის საოცარი შესაძლებლობები