დაარეგისტრირეთ თქვენი შვილი ზაფხულის კურსზე 3 მაისამდე და მიიღეთ 5%-იანი ფასდაკლება.

ზაფხული არასოდეს იქნება მოსაწყენი ბრიტანეთის საბჭოში. გთავაზობთ საზაფხულო კურსების პროგრამას 4-5 წლის ბავშვებისთვის. ჩვენი ინოვაციური, თამაშზე დაფუძნებული მეთოდოლოგია აგებულია ანიმაციურ პერსონაჟებზე  მსოფლიოში ცნობილი არდმანის Aardman სტუდიიდან.

თქვენი შვილი ბუნებრივად ისწავლის ინგლისურს თამაშის და ტიმის ისტორიების საშუალებით. თქვენი შვილი ისიამოვნებს ინგლისურის სწავლებით, რაც მოიცავს მოთხრობებს, ვიდეოებს, სიმღერებს, მოძრაობას, დრამას, ხელოვნებას და ხელგარჯილობას. ჩვენი მასწავლებლები დაგეგმილი თამაშების მეშვეობით შესაძლებლობას მისცემენ თქვენს შვილს უკეთ გაიცნოს და შეისწავლოს უცხოური ენა.

თქვენი შვილი მოხვდება ტიმის ჯადოსნურ სამყაროში, სიამოვნებით იმოგზაურებს საინტერესო ადგილებში და ცხოველთა სამყაროში, დახატავს და გააკეთებს საინტერესო ნაკეთობებს. Რას ელოდებით? შეუერთდით ტიმის და მის მეგობრებს საზაფხულო სათავგადასავლო კურსებზე. ზაფხულის გართობა ახლა იწყება!

პროგრამა შედგება ერთკვირიანი დამოუკიდებელი მოდულებისგან. თითოეული კვირის მოდული მოიცავს 10 საათს, რომელიც დღეში ორ სამოცწუთიან გაკვეთილზე იყოფა.

  • მოუსმენს მოთხრობებს და გაეცნობა შესაბამის თემებს
  • შეისწავლის აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ ახალ სიტყვებს, ლექსიკას
  • ისწავლის აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ სიმღერებს
  • ჩაერთვება სხვადასხვა პროექტებში

საზაფხულო კურსების მიმდინარეობის სრული პერიოდი 2026 წლის 29 ივნისიდან 24 ივლისის ჩათვლით, 4 თემატურად განსხვავებული კვირა: 29 ივნისი - 3 ივლისი, 6-10 ივლისი; 13-17 ივლისი, 20-24 ივლისი
ასაკი 4-5 წლის
დონე ინგლისური ენის ცოდნის კონკრეტული დონე არ მოეთხოვება
ერთი კურსის ხანგრძლივობა 1 კვირა: 10 საათი 
ერთკვირიანი კურსის საფასური 250 ლარი (დღეში 2 საათიანი გაკვეთილი ინგლისურ ენაში)*

ფასდაკლებები:

  • 5% ფასდაკლება 2026 წლის 3 მაისამდე გადახდის შემთხვევაში
  • 15% ფასდაკლება ზაფხულის კურსიდან კურსზე გადარეგისტირებისას
  • 10% ფასდაკლება ჩვენი სასწავლო ცენტრის 2025-26 აკადემიური წლის მოსწავლეებისთვის

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ფასდაკლებები არ ჯამდება

  ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრი, ტარას შევჩენკოს ქ. N 1, ან რუსთაველის გამზ. 34, თბილისი.

კვირა 1

29 ივნისი - 3 ივლისი

მოდი ავაშენოთ! აქ ყურადღება ექცევა შენებას და რა ქმნის კარგ შენობას

კვირა 2

6-10 ივლისი

მოდი ვითამაშოთ! აქ ყურადღება ექცევა ტრანსპორტს და თამაშებს.

კვირა 3

13-17 ივლისი

მოდი აღმოვაჩინოთ! აქ ყურადღება ექცევა ცხოველების და ადგილების შესწავლას.

კვირა 4 

20-24 ივლისი

მოდი ვიწუწაოთ!  აქ ყურადღება ექცევა წყლის თემატიკას.