ზაფხული არასოდეს არის  მოსაწყენი ბრიტანეთის საბჭოს ზაფხულის კურსებზე 11-13 წლის ბავშვებისთვის. მობრძანდით და აღმოაჩინეთ დიდი ბრიტანეთი და მსოფლიო.

საინტერესო თემების საშუალებით თქვენ გაეცნობით ისტორიას და განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, გამოავლენთ თქვენს შემოქმედებით უნარებს მუსიკის საშუალებით, შეისწავლით LEGO ფილმების სამყაროს და საბოლოოდ შეიტყობთ შექსპირის საიდუმლოებებს. რას ელოდებით? ზაფხულის გართობა ეხლა იწყება!

პროგრამა შედგება ერთკვირიანი ცალკეული მოდულებისგან. თითოეული მოდული (თითოეული კვირა) მოიცავს 20 საათიან ინგლისური ენის გაკვეთილებს. თითოეული  დღე დაყოფილია ორსაათიან გაკვეთილად  და ორსაათიან დამატებითი აქტივობების სესიად (პროექტები და თამაშები). გაკვეთილები ეფუძნება წიგნებს, ფილმებს და ბრიტანეთის საბჭოს კუთვნილ უნიკალურ რესურსებს.

  • ისაუბრებს ბუნებრივად აქტივობების დახმარებით
  • გაიუმჯობესებს საუბრის უნარს, საკუთარი მოსაზრებების, შეხედულებების და იდეების თავისუფლად გადმოცემით
  • არგუმენტირებულად იმსჯელებს კვირის განმავლობაში დამუშავებულ თემაზე.

საზაფხულო კურსების მიმდინარეობის სრული პერიოდი

2026 წლის 6 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, 4 თემატურად განსხვავებული კვირა: 6-10 ივლისი; 13-17 ივლისი, 20-24 ივლისი, 27-31 ივლისი

ასაკი

11-13 წლის

დონე

Secondary Plus (A2-B1) და Secondary Plus (B2-C1)

ხანგრძლივობა

1 კვირა: 20 საათი დათმობილი ინგლისური ენისთვის

ერთკვირიანი კურსის საფასური

420 ლარი  4 საათი დღეში*

ფასდაკლებები:

  • 5% ფასდაკლება 2026 წლის 3 მაისამდე გადახდის შემთხვევაში
  • 15% ფასდაკლება ზაფხულის კურსიდან კურსზე გადარეგისტირებისას
  • 10% ფასდაკლება ჩვენი სასწავლო ცენტრის 2025-26 აკადემიური წლის მოსწავლეებისთვის

 *გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ფასდაკლებები არ ჯამდება

ადგილმდებარეობა 

ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრი, ტარას შევჩენკოს ქ. N 1, ან რუსთაველის გამზ. 34,  თბილისი

კვირა თემა

კვირა 1

6-10 ივლისი

ისტორიის ჰაკერები

კვირა 2

13-17 ივლისი

როკის სკოლა

კვირა 3

20-24 ივლისი

 გასაოცარი შექსპირი

კვირა 4

27-31 ივლისი

მოდი შევქმნათ "ლეგო ფილმი"!