დაარეგისტრირეთ თქვენი შვილი ზაფხულის კურსზე 3 მაისამდე და მიიღეთ 5%-იანი ფასდაკლება.

ზაფხული არასოდეს არის  მოსაწყენი ბრიტანეთის საბჭოს საზაფხულო სკოლაში 14-17 წლის მოზარდებისთვის. მობრძანდით და აღმოაჩინეთ დიდი ბრიტანეთი და მსოფლიო საინტერესო თემების საშუალებით.

თქვენ გელით დაუვიწყარი თავგადასავალი, გაეცნობით უჩვეულო სპორტის სახეობებსა და ეწვევით საინტერესო ადგილებს, გამოავლენთ თქვენს შემოქმედებით უნარებს მომავლის ჭკვიანი სახლების დიზაინის საშუალებით, შეისწავლით მუზეუმების სამყაროს და, ბოლოს, გაერთობით თამაშებით.

რას ელოდებით? ზაფხულის მხიარულება ახლა იწყება!

პროგრამა შედგება ერთკვირიანი ცალკეული მოდულებისგან. თითოეული მოდული ( კვირა) მოიცავს 20 საათიან ინგლისური ენის გაკვეთილებს. თითოეული  დღე დაყოფილია 2 ორსაათიან გაკვეთილად  და 2 საათიან დამატებითი აქტივობების სესიად. გაკვეთილები ეფუძნება წიგნებს, გაკვეთილებს მუზეუმში, ფილმებს და ბრიტანეთის საბჭოს უნიკალურ რესურსებს.

  • შეისწავლის ენას და გაეცნომა შესაბამის თემებს
  • შეისწავლის აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ ახალ სიტყვებს, ლექსიკას
  • დაგეგმავს და წარადგენს პროექტს
  • ჩაერთვება საინტერესო და სახალისო თამაშებში
  • განიხილავს საინტერესო თემებს ფილმის კლუბში
  • დაესწრება გაკვეთილს  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

საზაფხულო კურსების მიმდინარეობის სრული პერიოდი

2026 წლის 29 ივნისიდან 24 ივლისის ჩათვლით, 4 თემატურად განსხვავებული კვირა: 29 ივნისი - 3 ივლისი; 6-10 ივლისი; 13-17 ივლისი, 20-24 ივლისი

ასაკი

14-17 წლის

დონე

A2-B1

B2-C1

ხანგრძლივობა

1 კვირა: 20 საათი დათმობილი ინგლისური ენისთვის

ერთკვირიანი კურსის საფასური

420 ლარი 4 საათი დღეში*

ფასდაკლებები:

  • 5% ფასდაკლება 2026 წლის 3 მაისამდე გადახდის შემთხვევაში
  • 15% ფასდაკლება ზაფხულის კურსიდან კურსზე გადარეგისტირებისას
  • 10% ფასდაკლება ჩვენი სასწავლო ცენტრის 2025-26 აკადემიური წლის მოსწავლეებისთვის

 *გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ფასდაკლებები არ ჯამდება

ადგილმდებარეობა

ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრი, ტარას შევჩენკოს ქ. N 1, ან რუსთაველის გამზ. 34,  თბილისი

კვირა თემები A2-C1 დონეებისთვის

კვირა 1

29 ივნისი - 3 ივლისი

სპორტი (A2-B1)

ყველაფერი კოსმოსის შესახებ (B2-C1)

კვირა 2

6-10 ივლისი

საარდადეგებო თავგადასავალი (A2-B1)

როგორ ხდებიან გმირები (B2-C1)

კვირა 3

13-17 ივლისი

მომავლის სახლები (A2-B1)

ბრიტანული და ამერიკული ინგლისური (B2-C1)

კვირა 4

20 - 24 ივლისი

გასაოცარი აღმოჩენები (A2-B1)

სუპერგმირები (B2-C1)