ინგლისური ბავშვებისთვის: თამაშის დრო (ასაკი: 6-11 წელი)

განუვითარეთ თქვენს შვილს მოსმენისა და მეტყველების უნარები

ჩვენს ბიბლიოთეკაში უამრავი ანიმაციური სიმღერა და მოთხრობაა. შეურჩიეთ თქვენს შვილს რომელმე მათგანი - მაგ. „ფლორენს ნაიტინგეილი“ ან „წითელქუდა“, რაც მას  ინგლისური ენის მოსმენის უნარს განუვითარებს. თითოეულ ვიდეოს მოჰყვება შემეცნებითი თამაში, რომლის მეშვეობით ბავშვი ვარჯიშობს ახალ სიტყვებსა და წარმოთქმაზე, რაც ინგლისურად საუბრის უნარს ავითარებს.  აპლიკაციის პროგრესთან ერთად ბავშვები გზადაგზა წამახალისებელ ბონუსებს იღებენ. 

აპლიკაციაში არის ასევე მშობლის განყოფილება, რომელიც საშუალებას აძლევს მშობელს, დააკვირდეს შვილის პროგრესს ოთხი მიმართულებით:  ვიდეოს გაგება, მეტყველება, მართლწერა და გაგება.

ეს სახალისო და ინტერაქტიული აპლიკაცია დაეხმარება თქვენს შვილს:

  • გაიუმჯობესოს მოსმენის უნარები
  • ივარჯიშოს ახალ სიტყვებსა და გამოთქმაზე
  • თავდაჯერებულად, ხმამაღლა და გარკვევით წარმოთქვას სიტყვები, მოსმენა-ჩაწერის სავარჯიშოების შედეგად 
  • ივარჯიშოს მართლწერაზე და ისწავლოს ახალი სიტყვები შემეცნებითი თამაშების დახმარებით.

ფანტასტიკური აპლიკაციაა - შესანიშნავი ანიმაციით და ძალიან მარტივი გამოსაყენებლად. აუცილებლად გირჩევდით ამ აპლიკაციას, როგორც საუკეთესო საშუალებას ინგლისურის სასწავლად.“