რატომ ვაკეთებთ ამას?

,,შეუზღუდავი შესაძლებლობები: სწორი ნაბიჯების გადადგმა“   ეხება ხელოვნებასა და შეზღუდულ შესაძლებლობებს. მისი მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობს შეზღუდვა მათთვის ვინც ოცნებობს, მიუხედავად მათი წარმომავლობისა თუ ფიზიკური შესაძლებლობისა. დღესდღეობით, პროგრამა  მოიცავს ვორკშოპებს, საგანმანათლებლო ფორუმებს და წარმოდგენებს. 

2015 წლიდან მოყოლებული პროგრამამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია როგორც ხელოვნებასა და თეატრზე, ასევე პროგრამის მონაწილე ქვეყნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ცხოვრებაზე. 

ყველა ქვეყანაში, სადაც არსებობს პროექტი ,,შეუზღუდავი შესაძლებლობები: სწორი ნაბიჯების გადადგმა,“   შედეგები თანაბრად გაზომვადია. საქართველოში შეიქმნა ინკლუზიური საცეკვაო კომპანია და მან მუშაობა დაიწყო ინტრა-რეგიონულ პლატფორმაზე შეზღუდული შესაძლებლობის ხელოვნების განვითარების მიზნით. ინკლუზია გახდა საქართველოს კულტურის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი და საგრანტო კონკურსის დაარსების მიზეზი სომხეთში. შშმ შემსრულებლები ჩაერთნენ თეატრალურ საქმიანობაში და დაიკავეს ისეთი პოზიციები, რომლებიც მანამ მიუწვდომელი იყო მათთვის. აზერბაიჯანში, ინოვაციური თეატრალური ტექნიკა გამოიყენება როგორც ინკლუზიურ ხელოვნებაში სოციალური ცვლილების იარაღი. უკრაინის პირველი ლედის საყოველთაოდ ცნობილმა პატრონაჟმა შეცვალა საზოგადოების შეხედულებები შშმ პირთა როლის შესახებ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სიახლეების გასაცნობად მოიწონეთ ჩვენი სოციალური მედიის არხები და გაეცანით როგორ შეიძლება მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს ღონისძიებებში. ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ  ელფოსტაზე  და გაგვიზიაროთ მოსაზრებები როგორ გავხადოთ ჩვენი სახელოვნებო სექტორი უფრო ღია და ინკლუზიური.

რა შესაძლებლობები გააჩნია ადამიანის სულს? როგორ გავზომოთ ის? განვიხილოთ ქეთი ზაზანაშვილის შემთხვევა, რომელიც გახლავთ ნიჭიერი მოცეკვავე და ქორეოგრაფი. მას აწუხებდა ის, თუ რატომ არ შეუძლია ყველას განიცადოს სიხალისე, სიმშვიდე და ინტელექტუალური ჩართულობა, რომელიც  ცეკვიდან მოდის. ქეთიმ იცოდა, რომ ის ცხოვრობდა ისეთ ადგილას, სადაც შშმ პირები გარიყულნი იყვნენ ხელოვნებიდან და საზოგადოებრივი საქმიანობის სხვა ასპექტებიდან. თუმცა,  აჩრდილივით დასდევდა შეკითხვა: რატომ უნდა იყოს ასე? Candoco-ც, რომელიც გახლავთ ლონდონში არსებული საცეკვაო კომპანია ჩვეულებრივი განვითარების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შემსრულებლებისთვის, იგივე შეკითხვას სვამს 1991 წლიდან.  კომპანიამ  ქეთევანის შეკითხვას ერთ -ერთი საუკეთესო პასუხი გასცა: არ არსებობს არავიათარი მიზეზი იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გარიყულნი იყვნენ ხელოვნებისგან. ამისთვის არავითარი საპატიო მიზეზი არ არსებობს.

ამ განყოფილებაში ნახავთ

პროგრამის შესახებ

საქართველოში პროგრამა სრული დატვირთვით 2017 წლის სექტემბრიდან ამუშავდა, როცა რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრებში ბარბარა ლისიკიმ სივრცეთა მიწვდომობის აუდიტი ჩაატარა