Candoco საცეკვაო კომპანია გახლავთ კომპანია, რომელიც აერთიანებს როგორც ტიპიური განვითარების ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ისინი ქმნიან შესანიშნავ და შთამბეჭდავ წარმოდგენებს, რაც აცოცხლებს, ცვლის და აფართოებს ხელოვნებისა და შესაძლებლობების აღქმას, რომელიც არის ძლიერი და არაპროგნოზირებადი. კომპანია საზოგადოებას და თანამშრომლობას აყენებს ყველაფრის ცენტრში. ისინი ამზადებენ სპექტაკლებს,  რომლებსაც ქმნიან მსოფლიო კლასის ქორეოგრაფები და რომელიც ითვალისწინებს გასტროლებს როგორც ქვეყნის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. ისინი საზოგადოებას აწვდიან სრულფასოვან ცოდნას და განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებს, რათა ყველას ჰქონდეს წვდომა უმაღლესი ხარისხის ქორეოგრაფიასთან

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, დაარსდა 2009 წელს და იმთავითვე იქცა ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე პლატფორმად  კავკასიის რეგიონში. ის წარმოდგენს ყველაზე ინოვაციურ და ხანდახან საკმაოდ პროვოკაციულ  თეატრალურ ნამუშევრებს. ფესტივალი იმართება ყოველ წელს, სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში. ფესტივალი შემდეგი კომპონენტებისგან შედგება: საერთაშორისო პროგრამა (2009 წლიდან), საერთაშორისო „ახალი“ (2011 წლიდან), ქართული შოუქეისი (2009 წლიდან), ახალი ბაზარი (2014 წლიდან), ფესტივალის კლუბი (2009 წლიდან).

კ. მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი  არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და შესანიშნავი თეატრი საქართველოში. ის  1928 წელს დააარსა დიდმა ქართველმა რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილმა. 2013 წელს Candoco-ს  პირველმა წარმოდგენამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თეატრის მენეჯმენტზე, რომელთაც აიტაცეს იდეა და ამის შემდეგ რამდენიმე ინკლუზიურ თეატრალურ წარმოდგენას დაუჭირეს მხარი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო -  ხელმძღვანელობს საქართველოს კულტურის პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებას და  ხელს უწყობს სოციალურ თანასწორობას და ინტერნაციონალიზაციას