ჩვენი საქმიანობა განათლების სფეროში  ფოკუსირებულია განათლების ინტერნაციონალიზაციაზე, ბრიტანული გამოცდილების, ინოვაციების გაზიარებაზე, განათლების კუთხით მომუშავე პარტნიორების დაახლოვებაზე.

საზოგადოების სფეროში საქმიანობით ვეხმარებით მოქალაქეებსა და ინსტიტუტებს წვლილი შეიტანონ ჩართულობაზე ორიენტირებული, ღია მსოფლიოს ფორმირებაში და განიხილონ ლოკალური პრობლემები გლობალურ კონტექსტში.

ჩვენ ვახორციელებთ პროგრამებს იმ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ექსპერტულ მხარდაჭერას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ახალგაზრდობის საკითხები და სოციალური მეწარმეობა, თანაბარი შესაძლებლობები და მრავალფეროვნება, მიგრაცია, სოციალური ინკლუზია და ჩართულობა, აქტიური მოქალაქეობა.

 

ამ ნაწილში იხილავთ

შემოქმედებითი ნაპერწკალი

შეიტყვეთ მეტი ჩვენი 5 წლიანი ინიციატივის შესახებ, რომელიც სამეწარმეო უნარების და კრეატიული ეკონომიკის განვითარებას ემსახურება ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში.

პროგრამა Future English

ამ სამწლიანი პროგრამის დახმარებით გვსურს, ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობები, რათა ისინი მომავალში დასაქმდნენ და/ან განაგრძონ განათლება და გზა პროფესიული სრულყოფილებისაკენ.

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია

ჩვენ ვმუშაობთ სამთავრობო სტრუქტურებთან, უნივერსიტეტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან, სტუდენტებთან საქართველოსა და ბრიტანეთში უმაღლესი განათლების სფეროს საერთაშორისო ასპექტების მხარდასაჭერად.