შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის

შემოქმედებითი ნაპერწკალი არის 5 წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო  საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების  განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში,  საქართველოში, აზერბაიჯანში,  სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.

აღნიშნულ შვიდ ქვეყანაში უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობის და უმუშევრობის სტატისტიკის საპასუხოდ, გამოვიყენებთ დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას სამეწარმეო განათლების სფეროს გასავითარებლად. ასე პირველივე წელს  შევძლებთ 10 000-ზე მეტი სტუდენტის და ახალგაზრდა შემოქმედებითი მეწარმის დახმარებას.

პროგრამა მოიცავს სამ ძირითად ელემენტს:

  1. დიდი ბრიტანეთისა და პროგრამაში ჩართული ქვეყნების უნივერსიტეტებსა და შემოქმედებით ინსტიტუციებს შორის პარტნიორობების განვითარება  სამეწარმეო განათლების ხელშეწყობის და სამეწარმეო ცენტრების დაარსების მიზნით.
  2. სტუდენტებისთვის და შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებულებისთვის  სამეწარმეო უნარების განვითარების ტრენინგების ჩატარება იდეების ჩამოყალიბების, ბიზნესის წამოწყების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის და კრედიტების მიღების მეთოდების  შესახებ.
  3. ინგლისური ენის შესწავლის პროგრამა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა  ციფრულ სასწავლო  პლატფორმას, ონლაინ კურსებს და მასიურ ღია ონლაინ კურსებს (MOOCs), ფოკუსირებულია სამეწარმეო ინგლისურზე.

ჩაერთეთ პროგრამაში

შემოქმედებითი ნაპერწკლის საპარტნიორო ფონდი

საპარტნიორო ფონდი ხელს შეუწყობს ისეთი აქტივობების დაგეგმვას და განხორციელებას, რომლებიც ხელს უწყობენ სამეწარმეო განათლების პროგრამის განვითრებას მონაწილე ქვეყნებში.

შემოქმედებითი ნაპერწკლის კონკურსი „Big Idea Challenge“

ვიდეო-ფიჩ კონკურსი Big Idea Challenge პროგრამაში მონაწილე ქვეყნების ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს შექმნან და მსოფლიოს გააცნონ საკუთარი ინოვაციური „სტარტაპები“