უმაღლესი განათლების რეფორმისა და სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ნაპერწკლის საპარტნიორო ფონდი დააფინანსებს 38 პარტნიორულ თანამშრომლობას დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.

გამარჯვებული ორგანიზაციები საქართველოდან

პარტნიორი საქართველოდან პარტნიორი ბრიტანეთიდან
შემოქმედებითი საქართველო
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
Advantage Creative
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი Keele University
შემოქმედებითი საქართველო University of East Anglia
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ვანო სარაჯიშვილის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 
University of Essex
ChangeSchool 
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი University Of The West Of England in Bristol

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი

University of Reading (Henley Centre for Entrepreneurship) 

პროგრამის სიახლეები

1 აპრილიდან ვაცხადებთ შემოქმედებითი ნაპერწკლის საპარტნიორო ფონდის ახალ ციკლს. კონკურსის ინსტრუქციებს - ე.წ. გაიდლაინებს და განაცხადის ფორმას აქვე განვათავსებთ უახლოეს დღეებში. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მოიძიონ ბრიტანელი პარტნიორები, რომლებთან ერთადაც მოამზადებენ ერთობლივ ბრიტანულ-ქართულ აპლიკაციას, რომელსაც ბრიტანელი პარტნიორი გამოგზავნის მითითებულ მისამართზე არა უგვიანეს 2019 წლის 12 მაისისა. შერჩეულ პარტნიორობებზე გაიცემა  40000 ფუნტამდე გრანტი. 

შერჩეული პროექტების წარმომადგენლები პროგრამაში მონაწილე ყველა ქვეყნიდან და  ბრიტანეთიდან პირველად 2018 წლის 20-21 ნოემბერს თბილისში შეხვდნენ კონფერენციაზე „პროგრამის პარტნიორების შეხვედრა და სამომავლო პოლიტიკის შეთანხმება“, სადაც სამომავლო გეგმები განიხილეს.   

ღონისძიების მიმდინარეობისას, შემოქმედებითი ინდუსტრიის პოლიტიკის ექსპერტებს და შერჩეული პროექტების ხელმძღვანელებს ბრიტანეთიდან და შვიდი მონაწილე ქვეყნიდან მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა განეხილათ თავიანთი ქვეყნების ეროვნული პოლიტიკა, სტრატეგია, განსახორციელებელი გეგმები. ასევე მათ უნივერსიტეტებს და სხვა ორგანიზაციებს გაუზიარეს პარტნიორობის გეგმები და შეთანხმდნენ პროგრამის შემდგომ თემებსა და პრინციპებზე.

ვებგვერდის ბოლოს შეგიძლიათ იხილოთ და ჩამოტვირთოთ განცხადება, რომელიც ღონისძიების მონაწილეებმა მიიღეს და რომლითაც ისინი იხელმძღვანელებენ პროგრამის მიმდინარეობისას.

გრანტთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამების გუნდს ან ბრიტანეთის საბჭოს ადგილობრივ ოფისს.