ჩვენ ვმუშაობთ სამთავრობო სტრუქტურებთან, გადაწყვეტილების მიმღებებთან, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებთან საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში, უმაღლესი განათლების სფეროს საერთაშორისო ასპექტების მხარდასაჭერად. ამას ჩვენ ვახორციელებთ ბრიტანული გამოცდილების გაზიარების, პოლიტიკის შესახებ დიალოგისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით.
ჩვენ ხელს ვუწყობთ საერთაშორისო დიალოგს სამთავრობო და ინსტიტუციურ დონეზე უმაღლესი განათლების სფეროში და დისკუსიებისა და დიალოგის გამართვისთვის მნიშვნელოვანი თემებისა და საკითხების ირგვლივ დაინტერესებულ მხარეთა დაახლოვებას. ერთ-ერთი ამგვარი ღონისძიებაა პრესტიჟული საერთაშორისო კონფერენცია Going Global, რომელსაც ბრიტანეთის საბჭო ყოველწლიურად ატარებს და რომელზეც თავს იყრის განათლების სფეროში მომუშავე 1,200-ზე მეტი ლიდერი და პროფესიონალი 80-ზე მეტი ქვეყნიდან.
ჩვენ მხარს ვუჭერთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელთა და პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელ სხვა პირთა დასწრებას განათლების საკითხებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმზე დიდ ბრიტანეთში, რაც ხელს შეუწყობს ბრიტანულ-ქართული საუნივერსიტეტო თანამშრომლობის განვითარებას სტუდენტთა მობილურობის ზრდის თვალსაზრისით და ბრიტანულ-ქართული დიალოგის წარმართვასა და გამოცდილების გაზიარებას უნივერსიტეტებს შორის.