ბრიტანულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა

თუ თქვენს სასწავლებელს სურს ბრიტანულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა პერსონალის თუ სტუდენტთა მობილობის მიზნით, ასევე ერთობივი პროგრამების თუ კვლევების სფეროში თქვენ ამის შესაძლებლობა ნამდვილად გეძლევათ.

Erasmus+ პროგრამა

"25 წელზე მეტი ხანია ევროკავშირი აფინანსებს ერასმუსის პროგრამას სტუდენტებისა და პერსონალის მობილობის წასახალისებლად და ინსტიტუციათაშორისი თანამშრომლობის მიზნით ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.  ახალი პროგრამა Erasmus+ მეტ შესაძლებლობას თავაზობს არაევროპულ უმაღლეს სასწავლებლებს იმუშაონ ერთად, ევროკავშირის ადრინდელ წარმატებულ პროგრამებზე -   Erasmus Mundus, Tempus, Alfa და Edulink დაყრდნობით  შეიძინონ გამოცდილება და გამოიყენონ ახალი შესაძლებლობები. 

შესაძლებელია დაფინანსების მოპოვება ევროკავშირის ან მისი არაწევრი ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებს შორის სტუდენტების თუ პერსონალის გაცვლის მიზნით, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები, დოქტორანტურა; ინსტიტუციათაშორისი პარტნიორობა. ამ დაფინანსების გარკვეული ნაწილი უშუალოდ ევროკომისიის ხელშია. ბრიტანეთში Erasmus+ პროგრამის მენეჯმენტს ბრიტანეთის ნაციონალური სააგენტო ახორციელებს და ეს გახლავთ პარტნიორობა ბრიტანეთის საბჭოსა და Ecorys-ს შორის. ბრიტანეთის საბჭო კურირებს   Erasmus+ პროგრამის დეცენტრალიზებულ აქტივობებს უმაღლესი სასწავლებლებისთვის. "

International Credit Mobility საერთაშორისო საკრედიტო მობილობა

"პირველად, Erasmus+ პროგრამა ხელს უწყობს პერსონალისა და სტუდენტების გაცვლას ევროპულ (პროგრამის) და არაევროპულ (პარტნიორ)  ქვეყნებს შორის, აქტივობების მეშვეობით, რასაც საერთაშორისო საკრედიტო მობილობა ჰქვია. პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალი მოცემულია ვებგვერდზე. აქვე იხილავთ პროგრამის განმახორციელებელი ქვეყნების სიასაც.   

განაცხადის გაკეთება დაფინანსების მოსაპოვებლად შესაძლებელია ""პროგრამის"" ქვეყნებში ინსტიტუციების მიერ. თუმცა იმ უნივერსიტეტებს, რომლებიც უკვე თანამშრომლობენ ბრიტანულ უნივერსიტეტებთან, შეუძლიათ ამგვარი დაფინანსება ინსტიტუციონალური კავშირების განმტკიცებისთვის და მომავალი სწავლების თუ კვლევის მიზნით განსახორციელებელი თანამშრომლობისთვის გამოიყენონ. 

თუ ჯერ არ გაქვთ კავშირი ბრიტანულ უნივერსიტეტებთან, მაგრამ დაინტერესებული ხართ Erasmus+ პროგრამის დაფინანსების მოპოვებით,  გთხოვთ, ეწვიოთ პარტნიორული შესაძლებლობების ვებგვერდს და  შეავსეთ სპეციალური ფორმა.  

თუ გსურთ ერთობლივი პროგრამების ან სხვა შესაძლებლობებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება, იხილეთ ევროკავშირის გზამკვლევი, სადაც მოცემულია მითითებები როგორ შეიძლება ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებთან მუშაობა Erasmus+, ან სხვა პროგრამის ფარგლებში. ასევე თუ თქვენ 27 პარტნიორი ქვეყნიდან რომელიმეში საქმიანობთ დაუკავშირდით  Erasmus+  პროგრამის ადგილობრივ ოფის.

Horizon 2020 პროგრამა

Horizon 2020 არის ევროკავშირის უმსხვილესი და ფართომასშტაბიანი ინოვაციური პროგრამა 7 წლის მანძილზე (2014-2020) ხელმისაწვდომია დაახლოებით 80 მილიარდამდე დაფინანსების შესაძლებლობით, გათვალისწინებულია დამატებით,   კერძო ინვესტიციაც. სიახლეები და აღმოჩენები თუ უმნიშვნელოვანესი იდეები ლაბორატორიიდან რეალურ ბაზარზე გადაინაცვლებს.

კვლევისა და ინოვაციის ურთიერთ დაკავშირება-შერწყმით  Horizon 2020 პროგრამა ხელს უწყობს სამეცნიერო თუ სამეწარმეო სფეროების წარმატებას და იმ გამოწვევების დაძლევას, რომლებსაც დღეს საზოგადოება აწყდება.  მიზანი - ევროპასა თუ მსოფლიო მასშტაბით მომუშავე მკვლევარებმა ერთობლივად შექმნან მსოფლიო მნიშვნელობის ნამუშევრები, დაძლიონ ბარიერები და საჯარო თუ კერძო სექტორებს დაეხმარონ ინოვაციური მიღწევების გამოყენებაში. 

Horizon 2020 პროგრამა სხვადასხვა შესაძლებლობას იძლევა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ინციატივების განსახორციელებლად. თუმცა რეგიონის, იურიდიული თუ ეკონომიკური სტატუსიდან გამომდინარე სხვადასხვა წესები მოქმედებს.  

შეიტყვეთ მეტი Horizon 2020 პროგრამის შესაძლებლობების ხელმისაწვდომობაზე ევროკომისიის Horizon 2020-ის პორტალზე ან გაეცანით დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების განყოფილების ინფორმაციას 

EURAXESS UK ინიციატივა

Euraxess არის ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს მკვლევარების საერთაშორისო მობილობასა და კარიერულ წინსვლას. ბრიტანეთის საბჭო ახორციელებს Euraxess UK ვებგვერდის ადმინისტრირებას. აქ განთავსებულია ინფორმაცია კვლევითი შესაძლებლობების შესახებ ბრიტანეთში, პრაქტიკული ინფორმაცია მობილობით დაინტერესებული მკვლევარებისთვის. ასევე იხილავთ საერთაშორისო მკვლევარებისთვის დასაქმების და დაფინანსების შესაძლებლობების მონაცემთა ბაზას სპეციალური საძიებო სისტებით.