ვიდეო-ფიჩ კონკურსი Big Idea Challenge პროგრამაში მონაწილე ქვეყნების ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს შექმნან და მსოფლიოს გააცნონ საკუთარი ინოვაციური „სტარტაპები“.

თუ თქვენ ხართ პროგრამაში მონაწილე ორგანიზაციის  სტუდენტი, კურსდამთავრებული ან ახალგაზრა მეწარმე, გეძლევათ შესაძლებლობა შემოიტანოთ განაცხადი საკუთარი იდეის განსახორციელებისთვის ფულადი პრიზის მოსაგებად. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია ინდივიდუალურად ან არა უმეტეს ოთხი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის სახელით.

კონკურსის სამი კატეგორია:

  1. ციფრული ტექნოლოგიები
  2. სოციალური ზეგავლენა
  3. შემოქმედებითი კატეგორია

მიეცით ნებისმიერ იდეას თანაბარი შანსი - იქნება ეს შესანიშნავი ბიზნეს საწარმო, არაჩვეულებრივი კრეატიული პროექტი თუ თქვენ უბრალოდ გინდათ სამყარო ცოტათი უკეთესი გახდეს.

როგორ შემოიტანოთ განაცხადი?

თუ გაქვთ ბიზნეს იდეა და გსურთ მონაწილეობის მიღება, ეწვიეთ კონკურსის ვებგვერდს  და გაეცანით საკონკურსო პირობებს.

აპლიკაციის მიღება შესაძლებელია 15 მაისის შუაღამემდე (GMT)

შენიშვნა: შეიტყვეთ მეტი 2021 წლის  ფინალისტების შესახებ საქართველოდან

კატეგორია: კლიმატის ცვლილებები

ეკო-ტაქსი ტაქსი არ მინდასაგან

ეკო-ტაქსის სერვისი სახლიდან ან სამსახურიდან დანიშნულების ადგილზე გადასაყვანად

მონაწილეები: მარიამ ფესვიანიძე, ნათია აბაშიძე

სასწავლებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

ნახეთ ვიდეო 

საქართველოს მდგრადი შენობების პლატფორმა

ანალიტიკური პლატფორმა, რომელიც ემსახურება ენერგო ეფექტურობის სტანდარტებისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

მონაწილეები: ნიკა დათუნაშვილი, ელენე გოცირიძე, ლაშა კუბლაშვილი

სასწავლებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ნახეთ ვიდეო

აპლიკაცია "PIKFUD – FIGHT FOOD WASTE"

აპლიკაცია, რომელიც რესტორნებს, კაფეებს თუ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებს დაეხმარება შეამცირონ საკვების ნარჩენები მომხმარებლებისთვის ჭარბი პროდუქციის უფრო დაბალ ფასად შეთავაზებით.

მონაწილეები: ნიზამ მამედოვი, გიორგი მოვსესიანი, ორხან რახიმოვი, ნინო კენჭაძე

სასწავლებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

ნახეთ ვიდეო

შემოქმედებითი კატეგორია

Bravo Theatre - Hub of Creativity

შემოქმედებითი ჰაბი, რომელიც თეატრის სფეროში სხვადასხვა მეცადინეობებს თავაზობს.

მონაწილე: გიორგი ლიპარტელიანი

ორგანიზაცია: შემოქმედებითი საქართველო

ნახეთ ვიდეო.

პლატფორმა "Film Community"

ვებგვერდი, რომელიც კინოინდუსტრიაში ჩართულ პროფესიონალებს აკავშირებს

მონაწილეები: ელენე გლაზოვა, მიხეილ გავაშელი, მიხეილ ამბუკაძე

სასწავლებელი: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

ნახეთ ვიდეო 

NNNSTUDIO

აღნიშნული პროექტი აკავშირებს თანამედროვე ცეკვის მოყვარულებსა და პროფესიონალებს.

მონაწილე: ნათია ჩიკვაიძე

ორგანიზაცია: შემოქმედებითი საქართველო

ნახეთ ვიდეო

კატეგორია: ციფრული ტექნოლოგიები

მობილური აპლიკაცია "Biliki App"

ეს არის აპლიკაცია "ბილიკი", რომელიც ამარტივებს მოგზაურობის დაგეგმვას და მოგზაურობასთან დაკავშირებული ხარჯების ოპტიმიზაციას.

მონაწილეები: თორნიკე ცირამუა, გიორგი ცირამუა, სერგო ცირამუა

სასწავლებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

ნახეთ ვიდეო.  

Dinespace

პროექტი Dinespace მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს წინასწარ შეუკვეთონ და გადაიხადონ სადილისთვის.

მონაწილეები: თენგიზ მესხი, მიქაელ ჩიქოვანი, იოანე ჩიქოვანი, კრისტოფერ გვენეტაძე.

სასწავლებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

ნახეთ ვიდეო.  

აპლიკაცია "Event Assistant Alice"

აპლიკაცია ეხმარება კულტურის სფეროთი დაინტერესებულ მსურველებს მიიღონ ინფორმაცია ღონისძიებებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მონაწილე: ნონა მარკარიანი

ორგანიზაცია: შემოქმედებითი საქართველო

ნახეთ ვიდეო.

კატეგორია: სოციალური ზეგავლენა

პლატფორმა Amicus

აღნიშნული პლატფორმა ეხმარება მშობლებს ისარგებლონ ბავშვებისთვის განკუთვნილი ინკლუზიური აქტივობებით.

მონაწილეები: თეკლე კაპანაძე, მარიამ მეტრეველი, ქეთი კაპანაძე

სასწავლებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნახეთ ვიდეო  

 მობილური აპლიკაცია "Gamo Carpooling"

აღნიშნული აპლიკაცია აკავშირებს მძღოლებსა და მგზავრებს.

მონაწილეები: ლუკა ძაგანია, კოტე ცაავა, არტიომ პუტილოვი.

სასწავლებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

ნახე ვიდეო.

პროექტი "Minimiz Pre-Consumer Waste"

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ბავშვის ტანსაცმლის წარმოებას და საფეიქრო ნაწარმის ნარჩენების შემცირებას.

მონაწილე: თამარა ბუიღლიშვილი

სასწავლებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

ნახეთ ვიდეო.

Zero Effect | გაიმარჯვა კატეგორიაში „სოციალური ზეგავლენა“ და გახდა ქვეყნის ჩემპიონი 2020

საქართველოში პირველი და ერთადერთი მაღაზია ნარჩენების გარეშე.

მონაწილეები: ანა ქველაძე, თაკო ბარამიძე, ანა ჭყოიძე.

სასწავლებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

ნახეთ ვიდეო

Albavar Toons | გაიმარჯვა კატეგორიაში „კრეატივი“ 2020

აპლიკაციების პლატფორმა კომიქსების შემქმნელებისთვის

მონაწილეები: დემური დანგაძე, გიორგი სვანიძე, მიხეილ მეძველია.

სასწავლებელი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ნახეთ ვიდეო

Beauty Lab App | გაიმარჯვა კატეგორიაში „ციფრული ტექნოლოგიები“ 2020

სილამაზის სალონებში ონლაინ ჯავშნის პრობლემის მოგვარება მობილური ტელეფონისა და ვებგვერდის  გამოყენებით.

მონაწილეები: მარიამ კობიაშვილი, ქეთევან ბეგაშვილი.

სასწავლებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

ნახეთ ვიდეო

Miscusi | გაიმარჯვა კატეგორიაში “ხალხის რჩეული” 2020

ადგილობრივი წარმოების ეკოლოგიურად უსაფრთხო გორგოლაჭებიანი ციგურები და შესაბამისი მოედანი.

მონაწილეები: მარიამ ქემოკლიძე, ელენე რუხაძე, თამთა გოგიაშვილი.

სასწავლებელი: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

ნახეთ ვიდეო