Crafting Futures იყო ბრიტანეთის საბჭოს სამ-წლიანი გლობალური პროგრამა რომლის მიზანი იყოს რეწვის სექტორის და ამ სექტორში დასაქმებულების მხარდაჭერა.

Crafting Futures იყო ბრიტანეთის საბჭოს სამ-წლიანი გლობალური პროგრამა რომლის მიზანი იყოს რეწვის სექტორის და ამ სექტორში დასაქმებულების მხარდაჭერა.

Crafting Futures საქართველოში განხორციელდა პლიმუთის ხელოვნების უნივერსიტეტისხელოვნების საერთაშორისო ცენტრის და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პარტნიორობით.

პროექტის მიზნები იყო:

  • ცნობიერების ამაღლება რეწვის პრაქტიკასა და განათლებასთან მის კავშირზე
  • რეწვის სექტორის მხარდაჭერის მიზნით ახალი საგანმანათლებლო ინიციატივის შემოთავაზება
  • რეწვის სექტორის სიცოცხლის უნარიანობის და მდგრადობის ამაღლება პრაქტიკული საქმიანობის, ბიზნესის წარმართვის და მარკეტინგის უნარების გაუმჯობესების გზით
  • საქართველოს რეწვის სექტორის საერთაშორისო ცნობადობის რეპუტაციის გაუმჯობესება

ამ მიზნების მიღწევას ემსახურებოდა პროექტის ორი მიმართულება:

  1. რეწვის სექტორის კვლევა: ადგილობრივი ფორმალური თუ არაფორმალური საგანმანათლებლო პრაქტიკის შესწავლა განსაკუთრებული ფოკუსით თაობათა შორის, ოჯახის და თემის წევრებს შორის ცოდნის გაზიარებაზე.
  2. განათლება: პლიმუთის ხელოვნების უნივერსიტეტის შემოქმედებითი სწავლა-სწავლების პრინციპებზე დაყრდნობით ახალი სასწავლო ინსტრუმენტების და მეთოდის განვითარება.

ამ განყოფილებაში

Crafting Futures - პროგრამის აქტივობები 2020

ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა Crafting Futures ხელს უწყობს ტრადიციული რეწვის განვითარებას. იგი ხელს უწყობს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ გაძლიერებას ცოდნის შეძენით და რესურსებზე წვდომით.

პარტნიორობები Crafting Futures პროგრამის ფარგლებში

პარტნიორობებს ცენტრალური ადგილი უჭირავს პროგრამის დიზაინსა და შედეგებში, მიზნად ისახავს რა საერთაშორისო თანამშრომლობას ტრადიციული რეწვის მომავლისთვის.