Growth Reimagined გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას გაიცნოთ დასავლეთ ბალკანეთის სწრაფად განვითარებადი შემოქმედებითი სექტორი და თანამშრომლობისა და იდეების გაცვლის აქტიური ჰაბი -ქალაქი კოტორი.
CIM Forum-სა და BEYOND Studio-სთან თანამშრომლობით, CIM Forum 2025-ის ფარგლებში, ბრიტანეთი საბჭო წარმოგიდგენთ კონფერენციას Growth Reimagined. ეს არის შემოქმედებითი ეკონომიკის კონფერენცია, რომელიც ტარდება კოტორში 29-30 მაისს. ესა ფორუმი არის კონტაქტების დამყარების და ცოდნის გაზიარების საშუალება შემოქმედებითი ეკონომიკის ბრიტანელ და საერთაშორისო ექსპერტებს შორის.
ისეთი თემები როგორიცაა პოლიტიკა და ადვოკატირება, ციფრული ზეგავლენა და ახალი ტექნოლოგიები, მეწარმეობა და ინოვაცია ისევე როგორც კულტურული სივრცეების ახლებურად გააზრება განხილული იქნება შემოქმედებითი ეკონომიკისთვის დამახასიათებელი პარტნიორობების ჭრილში და განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მათ როლს ახალი შესაძლებლობების მიგნების და არსებული გამოწვევების დაძლევის თვალსაზრისით.
შემოქმედებითი ინდუსტრიები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ დასაქმების, ინვესტიციების მოზიდვის და ექსპორტის გაზრდის თვალსაზრისით. ამავე დროს ამ სექტორის წვლილი უზარმაზარია სივრცეების რეგენერაციასა და კულტურული მემკვიდრების დაცვაში. ეს ღონისძიება თავს უყრის ალბანეთის, აზერბაიჯანის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, გაერთიანებული სამეფოს, თურქეთის, კოსოვოს, მონტენეგროს, საქართველოს, სერბეთის, სომხეთის, უკრაინის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენლებს და საშუალებას აძლევს მათ დაამყარონ კონტაქტები, განავითარონ საერთაშორისო თანამშრომლობები და ხელი შეუწყონ შემოქმედებითი ინდუსტრიების მდგრად განვითარებას.
ეს ღონისძიება არის დიალოგის წარმართვის, ცოდნის გაზიარების და საუკეთესო გამოცდილებების გაცვლის პლატფორმა და ხელს უწყობს მონაწილე ქვეყნების შემოქმედებითი ბაზრის დაკავშირებას და განვითარებას.
გამომსვლელები და სესიები
ბრიტანეთის საბჭოს სახელოვნებო საქმიანობა გაფართოებული ევროპის რეგიონში
80 წელზე მეტია ბრიტანეთის საბჭო აკავშირებს გაერთიანებულ სამეფოს და გაფართოებული ევროპის რეგიონის ქვეყნებს. ჩვენი საქმიანობა ხელოვნებაში ხელს უწყობს შემოქმედებითი იდეების გაცვლას, შემოქმედებითი ეკონომიკის წინსვლას და ხელოვნების საშუალებით კრიტიკული გლობალურის გამოწვევების განხილვას. ჩვენ ვთანამშრომლობთ ხელოვანებთან, შემოქმედებით პროფესიონალებთან, ორგანიზაციებთან და ინსტიტუციებთან - ჩვენ ერთად ვუჭერთ მხარს ხელოვნებას, როგორც ინოვაციისა და პოზიტიური ცვლილებების წარმმართველ ძალას.
შემოქმედებითი ეკონომიკის პროგრამის საშუალებით ჩვენ ვუზიარებთ ცოდნას, გამოცდილებას და კონტაქტებს შემოქმედებით პროფესიონალებს და პოლიტიკის შემქმნელებს. ამით ხელს ვუწყობთ მათ ცვლილებების განხორციელების და მდგრადი შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენი საქმიანობის ფოკუსია პოლიტიკა, კვლევა, ადვოკატირება და პროფესიული განვითარება, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარებისას შემოქმედებითობის, მდგრადი განვითარების და თანამშრომლობითი მიდგომის გამოყენების წახალისებისთვის.
BEYOND Studio
- BEYOND Studio არის დამოუკიდებელი სპეციალისტების გუნდი, რომელიც საქმიანობს ღონისძიებების, კომუნიკაციების და შემოქმედებით ინდუსტრიებში პარტნიორული ჩართულობის მიმართულებით. როგორც BEYOND კონფერენციის შემქმნელები, Immersive Futures Lab და Creative Economy Digest ახორციელებენ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ ინოვაციას და თანამშრომლობებს.
- BEYOND Studio დაფუძნებულია გაერთიანებულ სამეფოში. ის თავისი საერთაშორისო კლიენტების საშუალებით წვდება 52,000 ადამიანს. სასარგებლო ცოდნის გაცვლის და ბიზნეს კონტაქტებისთვის სივრცის შექმნის საშუალებით იგი აძლიერებს პროექტებს და მათ ზეგავლენას გაერთიანეული სამეფოს შემოქმედებით და კულტურულ ინდუსტრიებში.
ბერლინის პროცესი: WB6 შემოქმედებითი ეკონომიკის მინისტერიალი
Growth Reimagined პროგრამამდე ერთი დღით ადრე, 2025წ. 28 მაისს კოტორში გაიმართება ბერლინის პროცესის ნაწილი - დასავლეთ ბალკანეთის შემოქმედებითი ინდუსტრიების მინისტერიალი, სადაც შეიკრიბებიან რეგიონის კულტურის, განათლების და ეკონომიკის მინისტრები რათა განიხილონ შემოქმედებითი ეკონომიკის როგორც მდგრადი განვითარების, კულტურული იდენტობის დაცვის და სოციალური ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალის პოტენციალი
ფორუმის შედეგები გამოყენებული იქნება პოლიტიკის დოკუმენტების შესაქმნელად და ხელშესახები ზომების მისაღებად რაც გააძლიერებს თანამშრომლობებს და გაზრდის ინვესტიციებს. პარტნიორობების და ახალი შესაძლებლობების მოძიების ხელშეწყობით ღონისძიებას თავისი წვლილი შეაქვს დინამიური და ურთიერთ-დაკავშირებული დასავლეთ ბალკანეთის შემოქმედებითი ეკონომიკის ზრდაში, სადაც რეგიონის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა ჰარმონიაშია მომავალ ინოვაციასთან.
დააწკაპუნეთ და გაიგეთ მეტი ღონისძიების შესახებ.