კულტურული კავშირების პროგრამა ხელს უწყობს ახალ კულტურულ პარტნიორობას დიდ ბრიტანეთსა და აზიის წყნარი ოკეანის და ევროპის შერჩეულ ქვეყნებს შორის, საქართველოს ჩათვლით. განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, ეს პროგრამა მხარს უჭერს ხელოვანებისა და კულტურული ორგანიზაციების ახალ იდეებსა და თანამშრომლობას.
კულტურული კავშირების პროგრამის ამ რაუნდის დაფინანსება, რომელიც განკუთვნილია ბრიტანელი პარტნიორებისთვის ბრიტანულ-ქართული თანამშრომლობებისგასავითარებლად, რომლებიც ფოკუსირებულია ორ მიმართულებაზე: მრავალფეროვნება და ჩართულობა, ისევე როგორც კლიმატის ცვლილების საკითხები. თანამშრომლობა ქვეყნებს შორის და სახელოვნებო დისციპლინებში წარმოშობს ახალ იდეებს გლობალური გამოწვევების საპასუხოდ.
ეს პროგრამა მხარს უჭერს ახალ კავშირებს, ურთიერთგაცვლასა და თანამშრომლობას ხელოვანებს, კულტურის სფეროში დასაქმებულებს, შემოქმედებით პრაქტიკოსებს და კულტურის ორგანიზაციებს შორის.