შემოქმედებითი პროდიუსერების პროგრამა არის პროფესიული განვითარების შესაძლებლობა აზერბაიჯანში, დასავლეთ ბალკანეთში, თურქეთში, საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში, უზბეკეთში და ყაზახეთში მცხოვრები შემოქმედებითი პროდიუსერებისთვის. საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან შერჩეული მონაწილეები ერთად იმუშავებენ ბრიტანულ კომპანიასთან - Curated Place 2022 წლის 21 თებერალი - 4 მარტის პერიოდში.
პროგრამა ხელს შეუწყობს პროფესიული უნარების და ქსელური კავშირების განვითარებას, კო-პროდუქციების შექმნას, პროფესიული და არტისტული წარმატებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის.
პროგრამის შედგენილობა:
- ორკვირიანი ონლაინ ტრენინგი, რომლის დროსაც დამუშავდება შემოქმედებითი პროექტი და იდეა, ჩამოყალიბდება მისი მიზნები, სამიზნე აუდიტორია, პრაქტიკულად განხორციელების გეგმა, ლოკაცია, დრო და მეთოდები.
- ნაწილობრივი ფინანსური დახმარება და მენტორინგი შერჩეული პროექტებისთვის მათი იმპლემენტაციის და ინფორმაციული მხარდაჭერის ხელშესაწყობად.
გაითვალისწინეთ, რომ პროგრამა არ ისახავს მიზნად მუსიკალური ან კინო პროდუქციის შექმნას, თუმცა შემოქმედებითი პროდიუსერები შეიძლება მუშაობდნენ მუსიკის და/ან კინოს სექტორში. შემოქმედებითი პროდიუსერები განიხილებიან როგორც შემოქმედებითი პროექტების მამოძრავებელი ძალა, რომლებიც არტისტული და კულტურული ღონისძიებების/ პროექტების, გამოფენების, ფესტივალების განსახორციელებლად საჭირო პრაქტიკულ ლოჯისტიკას და შემოქმედებით პროცესს ახორციელებენ.