ბრიტანეთის საბჭოს ახალი საერთაშორისო პროგრამა საგამომცემლო სექტორში დასაქმებულთათვის მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ბრიტანელ და ქართველ პროფესიონალ გამომცემლებს შორის საქმიანი კონტაქტების დამყარებას.
საგამომცემლო სექტორის ექვსი პროფესიონალი დიდი ბრიტანეთიდან ერთობლივად მუშაობენ ორ კოლეგასთან საქართველოდან, თურქეთიდან და უკრაინიდან. მონაწილეობენ სასწავლო ვიზიტებში, ეცნობიან ერთმანეთის საქმიანობას უშუალოდ სამუშაო ადგილზე, მონაწილეობენ სექტორის პროფესიულ ღონისძიებებში და პროფესიული განვითარების მიზნით მოწყობილ ტრენინგებში.
პროგრამის მონაწილეები 2019 წელს კონკურსის წესით არიან შერჩეულნი და მუშაობენ საგამომცემლო სექტორის ინტერნაციონალიზაციასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე
საქართველოში პროგრამა ხორცილდება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.
საქართველოდან მარიამ ბაკურაძე და ლუკა ლიმერი გრიგოლია უკვე მუშაობენ ბრიტანელ კოლეგებთან. ისინი სასწავლო ვიზიტით ბრიტანეთში 2020 წლის თებერვალში იმყოფებოდნენ. ქართველ მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ სექტორის თავისებურებებს და დაემყარებინათ პროფესიული კავშირები.