მიმდინარე წელს, პროგრამა,,შეუზღუდავი შესაძლებლობები: სწორი ნაბიჯების გადადგმა“   უწევს უფრო საინტერესო აქტივობებს და ღონისძიებებს.  

2018 წლის აპრილში კომპანია Candoco-ს წარმომადგენლებმა  ჩაატარეს საცეკვაო ლაბორატორიის მეორე ტრენინგი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. სექტემბერში, თბილისის საერთაშორისო თეატრალურ  ფესტივალზე, თბილისის ინკლუზიურმა საცეკვაო კომპანიან წარმოადგინა საკუთარი ნამუშევარი, რომელიც შთაგონებულია ჩვენი პროგრამის ფარგლებში შეძენილი უნარებითა და ცოდნით. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გახლავთ ჩვენი ერთგული პარტნიორი ხელოვნებაში ინკლუზიურობის ხელშეწყობის კუთხით. საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით,  ვგეგმავთ ბრიტანელი ექსპერტის საკონსულტაციო ვიზიტს და ინკლუზიური ხელოვნების პროექტის დიზაინის ტრეინინგს საქართველოს შშმ ხელოვანთა სექტორისთვის და ამ სექტორში დასაქმებული პირებისთვის. 

სიახლეების გასაცნობად მოიწონეთ ჩვენი სოციალური მედიის არხები და გაეცანით როგორ შეიძლება მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს ღონისძიებებში. ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ  ელფოსტაზე  და გაგვიზიაროთ მოსაზრებები როგორ გავხადოთ ჩვენი სახელოვნებო სექტორი უფრო ღია და ინკლუზიური.