გაიგეთ მეტი შემსრულებელების შესახებ, და ნახეთ მათი რეპეტიციების ფოტოები.
ანასტასია მნაცაკანოვა | საქართველო
ანასტასია პროფესიონალი მოცეკვავეა, ერთი წლის განმავლობაში ცეკვავდა თბილისის ინკლუზიურ საცეკვაო კომპანიაში. მან ასევე მიიღო მონაწილეობა Candoco ვორქშოპში Dance Lab 1, რომელსაც უძღვებოდნენ ჯემაიმა ჰოდლი და ჯოელ ბრაუნი.
იაკობ გოგოტიშვილი | საქართველო
იაკობი პროფესიონალი მოცეკვავე და თბილისის ინკლუზიური საცეკვაო დასის წევრია, მან მიიღო მონაწილეობა საქართველოში Candoco-ს მიერ ჩატარებულ ორ Dance Lab-ში. იაკობს მიენიჭა პრიზი საუკეთესო ცეკვის შესრულებისთვის ფილმში, რომლის კონკურსი ორგანიზებული იყო 2017 წელს პოლონეთის ცეკვის თეატრის მიერ.
მჰერ ზალინიანი | სომხეთი
მჰერმა დაამთავრა ვანაძორის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ-კულტურული მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხით, ახლა კი მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია Full Life ღონისძიებების გუნდთან ერთად. 2014 წელს მან მონაწილეობა მიიღო ინკლუზიური ცეკვის ტრენინგებში, რომელიც გაიმართა სომხეთში Candoco-ს და ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით. მას შემდეგ ის შეუერთდა მცირე თეატრის მუდმივ დასს, ითამაშა ხუთ სპექტაკლში, რომლებიც წარმოდგენილი იყო დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, იტალიასა და ყაზახეთში.
მანუკ საღალეთიანი | სომხეთი
მანუკი არის ერევნის ინფორმატიკის სახელმწიფო კოლეჯის და #1 რეგიონალური კოლეჯის კურსდამთავრებული. იგი ასევე მუშაობდა მაირიგ ცენტრში და ასწავლიდა ხეზე მუშაობას. 2014 წელს მან მონაწილეობა მიიღო ინკლუზიური ცეკვის ტრენინგებში, რომელიც გაიმართა სომხეთში საცეკვაო კომპანიის Candoco და ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით. მას შემდეგ ის შეუერთდა მცირე თეატრის მუდმივ დასს, ითამაშა ოთხ სპექტაკლში. ეს სპექტაკლები წარმოდგენილი იყო დიდ ბრიტანეთში, საქართველოში და ყაზახეთში. მანუკს უყვარს ცეკვა, ხეზე მუშაობა, ხეზე კვეთა და ჭადრაკი. მისი კრედოა: ”გჯეროდეს საკუთარი თავის და იმოძრავე წინ”.
ნიგარ იბრაჰიმბეილი | აზერბაიჯანი
ქორეოგრაფიული სკოლის 2010 წლის კურსდამთავრებული, ნიგარი არის Danceability Dance Studio-ს სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფიული პროდიუსერი, ასევე DamlaKids Dance Studio-ს სამხატვრო ხელმძღვანელი. პროფესიონალი ქორეოგრაფი, რომელიც წარადგინა ეროვნული ტანვარჯიშის არენამ, ვაჟთა მხატვრული ტანვარჯიშის სექცია. 2018 წელს ნიგარი შეუერთდა Unlimited პროგრამას და აქტიურად უწყობს ხელს ინკლუზიური ცეკვის
ვუსალა ბაბაევა | აზერბაიჯანი
ვუსალა დიდი ხანია აქტიურადაა დაინტერესებული ცეკვით და ბაქოში რეგულარულად ესწრება ცეკვის გაკვეთილებს. იგი Unlimited პროგრამას 2018 წელსშეუერთდა, და ერთ-ერთია, ვინც 2018 წლის ნოემბერში გამართულ საერთაშორისო თეატრალური კონფერენციის გახსნას უძღვებოდა. ვუსალა იმედოვნებს, რომ განახორციელებს ინკლუზიური ცეკვის პრაქტიკის პოპულარიზაციას, აქტიურად თანამშრომლობს რა DanceAbility–ს პროექტებში, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის ისე ტიპიური განვითარების მქონე შემსრულებლებთან.
ნატალი გარკავა | უკრაინა
2009 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ნატალი იურიდიულ სფეროში მუშაობდა. იგი მოგვიანებით ჩაერთო საზოგადოებრივ საქმიანობაში, დაკავებული იყო ინკლუზიური პროექტებით. 2017 წლიდან დღემდე მონაწილეობს რეგულარულ სამძლეოსნო ტურნირებში. 2018 წელს კი გახდა Unlimited ინკლუზიური ხელოვნების პროექტის მონაწილე. მისი კრედოა: წარმატება არ მოვა თქვენთან, თქვენ მიდით მასთან.
ანდრი შჩერბაცკი | უკრაინა
ანდრიმ უნივერსიტეტი დაამთავრა იურისტის ხარისხით და ამჟამად გადის ტრენინგს 3Dmax და Photoshop გრაფიკულ პროგრამებში. იგი მთელი ცხოვრება აქტიურად მიყვება სპორტს და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ის აწყობს სპორტულ ღონისძიებებს - შეჯიბრებებს, ტურნირებს და სპორტულ ვარჯიშებს - ეტლით რაგბში, სპორტული თევზჭერასა და მაგიდის ჩოგბურთში. ის ასევე აწყობს საბანაკო მოგზაურობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ანდრი მუშაობს ექსპედიტორად ეტლით მოსარგებლეთა სატრანსპორტო მომსახურებაში, რომელსაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Harmony. ანდრი ამბობს: ”მიყვარს მოგზაურობა და სიახლეების დაუფლება”.
ვიქტორია კლიუშინა (VIKKI) | უკრაინა
ყოფილ მოცურავეს, ვიკის უყვარს ფიტნესი და სპორტი. უნივერსიტეტში ეუფლებოდა მედიასა და კომუნიკაციებს, მაგრამ იმედოვნებს, რომ იპოვის გზას საკუთარი თავის თვითგამოხატვისთვის თეატრსა და ხელოვნებაში. იგი მოხალისე თარჯიმნად მუშაობდა ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებში, როგორიცაა Rotary და Lions Clubs. 2018 წელს, მონაწილეობდა Unlimited პროექტის წარმოდგენაში “A Place to…” მისი კრედოა: შემოქმედებას შესაძლებლობების შეზღუდვა არ გააჩნია“. ვიკის უყვარს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა და ენების სწავლა.
მარია ბაკალო | უკრაინა
მარია დამოუკიდებელი არტისტია ლვოვიდან. იგი 2011 წლიდანაქტიურადაა ჩართული თანამედროვე ცეკვის სფეროში. მარია მუშაობდა მსახიობად, მოცეკვავედ, ქორეოგრაფად, ცეკვის ინსტრუქტორად და ღონისძიებისა და საგანმანათლებლო პროგრამის ორგანიზატორად. იგი ცეკვას ადამიანის შინაგანი და გარეგანი სამყაროს მაკავშირებელ ხიდად აღიქვამს. ცეკვა მისთვის საკუთარი თავის აღმოსაჩენისკენ მიმავალი ბილიკი და სამყაროს შეცვლის, გარდაქმნის საშუალებაა.