B2 ენის ცოდნის საშუალოზე მაღარ დონეს წარმოადგენს და მიესადაგება ენის შემსწავლელებს, რომლებიც ახერხებენ რთული ტექსტების აღქმას და კომფორტულად მოქმედებენ ინგლისურენოვან გარემოში.
ენების ფლობის საერთო ევროპულ ჩარჩოს (CEFR) ექვსი დონე აქვს: A1–დან (დაწყებთათვის) C2–მდე (მშობლიურთან დაახლოებული დონე). დონეები იყოფა სამ კატეგორიად:
- A – ენის ელემენტარული გამოყენება
- B – ენის დამოუკიდებელი გამოყენება
- C – ენის კომპეტენტური გამოყენება
რა შეუძლია ინგლისური ენის B2 დონის მსმენელს?
ენის შემსწავლელს ამ დონეზე შეუძლია:
- რთული ტექსტებიდან ძირითადი აზრის გამოტანა, როგორც კონკრეტულ, ისე აბსტრაქტულ თემებზე, მათ შორის ტექნიკურ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია მათი სპეციალობის სფეროსთან;
- სრულყოფილი და სპონტანური კომუნიკაცია ინგლისურენოვან მოსაუბრეებთან ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე;
- აზრის მკაფიო, სტრუქტურირებული და დეტალურად გამოხატვა როგორც წერილობით, ისე ზეპირად, სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც მოითხოვს ფაქტების, მაგალითების ან არგუმენტების მოყვანას.