A2 ენის ცოდნის საშუალოზე დაბალ დონეს წარმოადგენს და მიესადაგება ენის შემსწავლელებს, რომლებიც ახერხებენ კომუნიკაციას ყოველდღიურ სიტუაციებში ნაცნობი ფრაზების და მარტივი სიტყვების გამოყენებით.

ენების ფლობის საერთო ევროპულ ჩარჩოს (CEFR) ექვსი დონე აქვს: A1–დან (დაწყებთათვის) C2–მდე (მშობლიურთან დაახლოებული დონე). დონეები იყოფა სამ კატეგორიად:

  • A – ენის ელემენტარული გამოყენება
  • B – ენის დამოუკიდებელი გამოყენება
  • C – ენის კომპეტენტური გამოყენება

რა შეუძლია ინგლისური ენის A2 დონის მსმენელს?

ენის შემსწავლელს ამ დონეზე შეუძლია:

  • წინადადებებისა და გამონათქვამების გაგება ნაცნობ თემებზე, როგორიცაა პირადი ინფორმაცია, ოჯახი, საყიდლები, საინტერესო ადგილები ან სამსახური;
  • კომუნიკაცია ყოველდღიურ, ნაცნობ სიტუაციებში, რომლებიც მოითხოვს მხოლოდ მარტივი და კონკრეტული ინფორმაციის გაცვლას;
  • მარტივი ენით მოვლენებისა და ამბების აღწერა და მოყოლა წარსულში, აწმყოსა თუ მომავალში. 
  • ასევე იხილეთ
A2 English levels 2025, image

See also