B1 ენის ცოდნის საშუალო დონეს წარმოადგენს და მიესადაგება ენის შემსწავლელებს, რომლებიც ახერხებენ ინფორმაციაზე რეაგირებას ნაცნობი თემების ფარგლებში და დამოუკიდებელ კომუნიკაციას სხვადასხვა კონტექსტში.
ენების ფლობის საერთო ევროპულ ჩარჩოს (CEFR) ექვსი დონე აქვს: A1–დან (დაწყებთათვის) C2–მდე (მშობლიურთან დაახლოებული დონე). დონეები იყოფა სამ კატეგორიად:
- A – ენის ელემენტარული გამოყენება
- B – ენის დამოუკიდებელი გამოყენება
- C – ენის კომპეტენტური გამოყენება
რა შეუძლია ინგლისური ენის B1 დონის მსმენელს?
ენის შემსწავლელს ამ დონეზე შეუძლია:
- ტექსტებიდან ძირითადი აზრის გამოტანა ნაცნობ თემებზე, იქნება ეს სამუშაო, სასწავლო თუ დასვენების კონტექსტში;
- ნაცნობ თემებზე მარტივი, თანმიმდევრული კომუნიკაციის დამყარება წერილობით ან ზეპირად
- გამოცდილების, მოვლენების, სურვილებისა და მისწრაფებების აღწერა, ასევე მოკლედ მოსაზრებების დასაბუთება ან გეგმების ახსნა.