C1 ენის სრულყოფილად ცოდნის დონეს წარმოადგენს და მიესადაგება ენის შემსწავლელებს, რომლებიც ახერხებენ რთული ამოცანების შესრულებას სოციალურ, აკადემიურ და პროფესიულ კონტექსტში.
ენების ფლობის საერთო ევროპულ ჩარჩოს (CEFR) ექვსი დონე აქვს: A1–დან (დაწყებთათვის) C2–მდე (მშობლიურთან დაახლოებული დონე). დონეები იყოფა სამ კატეგორიად:
- A – ენის ელემენტარული გამოყენება
- B – ენის დამოუკიდებელი გამოყენება
- C – ენის კომპეტენტური გამოყენება
ენის შემსწავლელს ამ დონეზე შეუძლია:
- რთული, გრძელი ტექსტებიდან ძირითადი და ნაგულისხმევი აზრის გაგება;
- აზრის თავისუფალად, სპონტანურად და მკაფიოდ გამოხატვა, ხანგრძლივი პაუზების გარეშე;
- ენის ეფექტური და თავისუფალი გამოყენება სოციალური, აკადემიური და პროფესიული მიზნებისთვის;
- გასაგები, დეტალური და სტრუქტურირებულად გამართული ტექსტების შექმნა რთულ თემებზე, რომლებიც შეიცავს შესაბამის კავშირებს და არის თანმიმდევრული და ლოგიკური.