საქმისადამი ერთგული და მოტივირებული ჩვენი მასწავლებლები შეესაბამებიან კვალიფიკაციის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და აქვთ ზრდასრულთათვის ინგლისური ენის სწავლების მდიდარი გამოცდილება.    

მასწავლებელთათვის დაწესებული ჩვენი მინიმალური მოთხოვნებია:

  • სრული უმაღლესი განათლება ან შესაბამისი კვალიფიკაცია 
  • სერთიფიცირებული განათლება ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლების კვალიფიკაციით, როგორიცაა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროგრამა CELTA ან ლონდონის „თრინითის“ კოლეჯის პროგრამა CertTESOL
  • მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ ორი წლის გამოცდილება 
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა და პრაქტიკული გამოყენება

ნუკა კეთილაძე

მასწავლებელი

მე ვარ ნუკა. ჩემი თავგადასავალი ბრიტანეთის საბჭოში 2021 წელს დაიწყო, როდესაც მომხმარებელთა მომსახურების გუნდის წევრი გავხდი. მალევე მომეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ შეგირდ მასწავლებელთა პროგრამაში. 2021 წელს CELTA სერტიფიკატის აღებისთანავე ჩემი გზები დაუკავშირდა გლობალურად ორიენტირებულ პროფესიონალების გუნდს. ჩემი  აზრით, სასწავლო პროცესში კომუნიკაციური და ვიზუალური მეთოდების გამოყენება  აუცილებელია საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

პაატა ჩარაშვილი

მასწავლებელი

მე ვარ პაატა საქართველოდან. მაქვს 20 წელზე მეტი სწავლების გამოცდილება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთსა და კამბოჯაში. მე ვარ CELTA, TEFL და TESOL-ის სერტიფიცირებული ინგლისური ენის მასწავლებელი. ასევე მაქვს მაგისტრის ხარისხი ხელოვნებაში. ჩემთვის სწავლების ყველაზე სასიამოვნო ასპექტი, ჩემი სტუდენტებისგან დადებითი გამოხმაურების მიღებაა. სწავლების მიღმა, მიყვარს მოგზაურობა, გიტარაზე  და დასარტყმელ ინსტრუმენტებზე დაკვრა, მუსიკის შექმნა, კითხვა და ბუნების შესწავლა.

პატრიკ ფოსეტი

მასწავლებელი

მე ვარ პატრიკი. ნახევრად მალაიზიელი და ნახევრად ირლანდიელი. ვასწავლი ინგლისურს 2000 წლიდან.   გავლილი მაქვს ასპირანტურა და მაგისტრატურა ინგლისურის როგორც უცხო ენის სწავლებაში.  ვასწავლიდი მალაიზიაში, ტაილანდში, ინდონეზიასა და ესპანეთში.  ჩემი მთავარი მიზანია დავეხმარო მოსწავლეებს  ინტერაქტიული კომუნიკაციის წარმართვაში და აუცილებელი სასწავლო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. თავისუფალ დროს დავდივარ კინოში, ვხატავ,  ვწერ მოთხრობებს და ლექსებს.

თამთა სანაძე

მასწავლებელი

მე ვარ თამთა. მაქვს ინგლისურის სწავლების სხვადასხვა სერტიფიკატები, კერძოდ, CELTA , TYLEC; ზოგადი ინგლისურის სწავლების გარდა, ვასწავლიდი იურიდიულ, ბიზნეს ინგლისურს და ასევე კემბრიჯის გამოცდებისთვის მოსამზადებელ ჯგუფებს. ასევე მივიღე მონაწილეობა ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ მასწავლებელთა ტრენინგ პროექტში, რომელსაც ვუწევდი კოორდინაციას. რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, მყავს 19 წლის ჟღალთმიანი ქალიშვილი  და ძაღლი.